მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნამდვილად არის შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი - პაატა მანჯგალაძე - 26 მარტი 2024

იმედს ვიტოვებთ, სალომე ზურაბიშვილს გამბედაობა ეყოფა, 200 ათასი ადამიანის თხოვნას შეისმენს და დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნამდვილად არის შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვებზე მაღლა უნდა დადგეს, როცა ეს საქართველოს სჭირდება.

„ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო როცა არ არსებობს, ადამიანი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სწორედ ეს არის პრეზიდენტის მოვალეობა. იმედს ვიტოვებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს გამბედაობა ეყოფა, 200 ათასი ადამიანის თხოვნას შეისმენს და დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნამდვილად არის შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ყველა ჩვენგანი და, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვებზე მაღლა უნდა დადგეს, როცა ეს საქართველოს სჭირდება. შეწყალების წინაპირობები თუ შეიქმნება და ამას ბევრი ადამიანი მოითხოვს, ამას აუცილებლად გააკეთებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ერთადერთი მოლოდინი არსებობს.

მისივე თმით, ზურაბიშვილს სააკაშვილზე მეტი რეიტინგი თუ ექნება, არ შეიწყალებს და აქტორი თავად იქნება, სააკაშვილს თუ ექნება მაღალი რეიტინგი, მაშინ გამოაშვებინებენ და ის იქნება აქტორი.

„სააკაშვილის შეწყალებაზე ერთადერთი მოლოდინია, სალომე ზურაბიშვილს თუ მეტი რეიტინგი ექნება, სააკაშვილს არ შეიწყალებს და ის იქნება აქტორი, სააკაშვილს თუ მაღალი რეიტინგი ექნება, გამოაშვებინებენ და ის იქნება აქტორი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო: "პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE