„დადგა მომენტი, როდესაც ყველა საჯარო მოხელემ უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი უკვე ემსახურებიან არა ქართულ სახელმწიფოს, არამედ კონსტიტუციის და კანონის სივრციდან გასულ რეჟიმს, ანუ ხდებიან დანაშაულში თანამონაწილენი“
„ფსევდო-ინტელექტუალ, მედროვე გამპრავებელ ქოცებთან, კობახიძის გადაპატიჟებას რომ ელოდებიან ტრამპის ინაუგურაციაზე, სათქმელი არაფერი მაქვს. ზოგს “შეაყარე კედელს ცერცვი” უხდება, ზოგს კი “მგლის თავზე სახარების კითხვა”.
აი, ნამდვილად ინტელექტუალურ გამპრავებლებს ვეტყვი - ხომ ხედავთ, რომ აქ უკვე პოლიტიკა და პოლიტიკოსები არაფერ შუაში არიან. პროცესი მთლიანად ახალ თაობას მიჰყავს. სტიქიურად და ამასთანავე განსაკუთრებული სიბრძნით და შემართებით.
ახლა კი ვკითხავ - იცით რაიმე პრეცედენტი, რომ წარსულს, ან თუნდაც აწმყოს მომავალი დაემარცხებინოს?!
მომავალი ყველა შემთხვევაში დადგება და თქვენი ინტელექტუალური ოპუსები ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება“
„ბიძინას მთავარი საზრუნავი ახლა სისტემის სტაბილურობის როგორმე შენარჩუნებაა. აღარ იცის რით დააბოლოს, რას შეჰპირდეს. რით გაამაგროს საკუთარი უძლეველობის მითოლოგია.
მეგობრებო, ვინც ემსახურებით საქართველოს საჯარო სამსახურში, დროა მიხვდეთ, რომ მეფე შიშველი, სუსტი და შეშინებულია… თქვენსას კი არა, საკუთარ პრობლემებსაც ვეღარ ერევა“
„დიდი განქოცება დაიწყო…“ , - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქზე“.