მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ავუგროვოთ ივანიშვილს ეს ფული, მივაშავოთ და გადაშენდეს, დაანებოს ამ ქვეყანას თავი - ალეკო ელისაშვილი - 25 ნოემბერი 2025

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 607 მილიონის გამო, რომელსაც "კრედიტ სუისთან" დაობდა, "ქვეყანა დააქცია". 

ავუგროვოთ ივანიშვილს ეს ფული, მივაშავოთ და გადაშენდეს - ამბობს ელისაშვილი. 

ვისაც შეხება ჰქონია ბიძინა ივანიშვილთან და საქმიანი შეხება ჰქონია, რამდენიმეს ვიცნობ, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მანიაკალურად უყვარს ნაღდი ფული. გადაგვაყოლა, დააქცია ქვეყანა თავისი რაღაცა 607 მილიონის გამო. განცხადებებსაც წერს, რამდენი განცხადება გამოაქვეყნა წერს, დამიბრუნეთ ჩემი ფული, დაუბრუნონ და გადაშენდეს. რავიცი ავუგროვოთ  ეს ფული, სახლი გავყიდოთ, კარი გავყიდოთ და მივაშავოთ, რომ გადაშენდეს და დაანებოს ამ ქვეყანას თავი", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა გუშინ გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. [აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა].

Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ექსპერტების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამერიკული სანქციების გამო, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თანხებზე წვდომა ვერ დაიბრუნოს. შემდგომი ეტაპები შეეხება უკვე თავად თანხის მიღების სამართლებრივ მექანიზმებს. 

ტვ პირველი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE