მთავარი
ჩვენს შესახებ
საიტის რუკა
კონტაქტი
მთავარი
ადამიანის უფლებები
ჟურნალისტური გამოძიება
კანონმდებლობა
პოლიტიკა
საზოგადოება
დაიჯესტი
ხელოვნება
დოკუმენტები
ანგარიშები
გალერეა
სიახლეები
20 ნოემბერი 2025
შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
ივანიშვილი იძულებული უნდა იყოს, დანიშნოს არჩევნები არა მისი ან, გინდათ, ჩვენი წესებით, არამედ საერთაშორისო სტანდარტებით, ამისთვის ზუსტად იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, წარმატებული პროტესტის ამოსავალი პრინციპი იმაშია, რომ დაუშვებელია და მარცხის წინაპირობაა წინააღმდეგობის, შეუპოვრობის, სწორხაზოვნების ეროზია, რისი უფლებაც პროტესტს არ აქვს.
20 ნოემბერი 2025
ბრძოლით ვახერხებთ, ქართველ ხალხს დავანახოთ „ოცნების“ ნამდვილი სახე - გიორგი შარაშიძე
„ახლა ხშირად გვეკითხებიან ჩვენ, რას აპირებთ 12 მანდატითო. გასაგებია, რომ 12 მანდატი 89 მანდატის წინააღმდეგ, ამ უმრავლესობის დაძლევა არც ადვილია და შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ პარლამენტში ჩვენი შესვლით და ბრძოლით ვახერხებთ, ქართველ ხალხს დავანახოთ „ოცნების“ ნამდვილი სახე. „ოცნების“ ყველა გადაწყვეტილების უკან დგას პარტიული მიზნები, რაც ხშირ შემთხვევაში აცდენილია ჩვენი ქვეყნის რეალური კეთილდღეობის მიზნებისგან. ამიტომ მთავარი ეს არის და ჩვენ ამას რეალურად ვახერხებთ“, – განაცხადა შარაშიძემ.
20 ნოემბერი 2025
მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ მზაობას ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შექმნელები - ლევან მახაშვილი
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვედრებზე ვუთხარით, რომ ჩვენი თვითმიზანი არცერთი კანონის მიღება არ არის, კანონებს იმის გამო ვიღებთ, რომ ვხედავთ, პრობლემებია – რადიკალიზაციის, დემონსტრაციების ძალადობრივ რეჟიმში გადასვლის და დამხობის თუ რევოლუციების მოწყობის. ჩვენ კანონები სწორედ ამიტომ მივიღეთ. მზად ვართ, ეს კანონები ხვალვე გავაუქმოთ, ოღონდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ მათ უნდა მოგვცენ გამოსავალი, როგორ შეიძლება, ის პრობლემები მოვაგვაროთ, რის გამოც იყო ეს კანონები მიღებული. მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შექმნელები. კანონებს მაშინ გავაუქმებთ, როცა ეს პრობლემები საქართველოში აღარ იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
19 ნოემბერი 2025
საარჩევნო ხმა არის მოქალაქეობის უმთავრესი დასტური და მისი შეზღუდვა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ემიგრანტებს მეორეხარისხოვან ჯგუფად აქცევს - ქართველი ემიგრანტები
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების სრულფასოვნად შენარჩუნებას! ეს მოთხოვნა არ არის პოლიტიკური ახირება, ეს სამართლიანობის საკითხია. საქართველოს კონსტიტუციით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი — და ეს ხალხი ვართ ჩვენც, საზღვრებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა და მასში მონაწილეობა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა!“ - წერია პეტიციაში.
19 ნოემბერი 2025
ქვეყანას როცა სჭირდებოდა და სჭირდება, თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსული არ მინახიხართ არც ერთი — ბუდუს და ქოჩორას გარდა - რეზო კიკნაძე
"ეს ფეხბურთელები სადღეგრძელოებით რომ გამოდიხართ, ხალხო, ,,ფეხი როცა დაგვიცდა, მაშინ დაგვიდექით გვერდშიო",თქვენ ოდესმე დამდგარხართ ან დგახართ ხალხის გვერდით? არ გრცხვენიათ, მთავრობის მარიონეტებად რომ იქეცით და ხმაც არ ამოგიღიათ, როცა თქვენს მოქალაქეებს ქუჩაში სცემდნენ და უსამართლოდ ციხეში კეტავენ? უტიფრობასაც აქვს საზღვარი. ბურთის გაგორება და ამაში ფულის აღება არ არის ქვეყნის სიყვარული. ქვეყანას როცა სჭირდებოდა და სჭირდება, თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსული არ მინახიხართ არც ერთი — ბუდუს და ქოჩორას გარდა" - წერს პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე სოციალურ ქსელში.
19 ნოემბერი 2025
სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ამაღლობელის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამასთან, პროკურორები ითხოვდნენ სასჯელის დამძიმებას და მზია ამაღლობელისთვის 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობის შეფარდებას. სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელიც. შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა.
19 ნოემბერი 2025
„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში რეზერვისტების ჩართულობით საველე სწავლება ჩატარდა - თავდაცვის სამინისტრო
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ სხვადასხვა საველე კომპონენტის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე რეზერვისტების მონაწილეობით შემაჯამებელი საველე სწავლება გაიმართა, სადაც მათ ჩასაფრების ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს. წვრთნებში საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 204-ე ბატალიონის რეზერვისტები მონაწილეობდნენ. იმიტირებული სცენარის მიხედვით, რეზერვისტებმა კონტაქტზე რეაგირებისა და სამედიცინო ევაკუაციის ტიპის ამოცანები შეასრულეს.
19 ნოემბერი 2025
ბრიუსელი დიალოგს გაურბის, როდესაც საკუთარი პოზიციები დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
„გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ. მიზეზი მარტივია – როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებსა და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება. სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს“, – წერს პაპუაშვილი.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
>>
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია
გამოკითხვა
სპონსორები
2026 ყველა უფლება დაცულია
Created by
SPAR.GE
| Hosting is provided by Internet Services LLC
FINDDOMAIN.GE