მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
22 სექტემბერი 2022
რუსი ოკუპანტების თარეში ლომისაზე
რუსი ოკუპანტების პერმანენტული თარეში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არახალი ამბავია. უკრაინაში „მიჩექმილების“ თავხედობა ჩვენ ქვეყანაში ყოველგვარ ზღვარს სცდება. მორიგი შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე მოლაშქრეებმა დააფიქსირეს.
   
14 სექტემბერი 2022
რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე?
WEG-მა (გლობალური გამოცდილება საქართველოსთვის) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. კვლევა მოიცავს შემდეგი საკითხებს: რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით; ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები; რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა; ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე.
   
13 სექტემბერი 2022
ოცდაათი წელი, როგორც ერთი დღე
აფხაზეთში ტრაგიკული ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ზოგჯერ სოციალურ ქსელში ისეთ პოსტს წააწყდები, თავისი არსით საუკუნის ჩვენეულ დიაგნოზს რომ შეადგენს. ასეთია ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოზიცია.
   
29 ივლისი 2022
ციფრული ბოტასი - მორიგი თაღლითური პირამიდა
სოციალური სიდუხჭირე ხშირად ადამიანებს აიძულებს ფულის შოვნის ექსტრავაგანტურ (რბილად რომ ვთქვათ) გზებს მიმართოს. მაგალითად, ასეთია STEPN-ის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს (ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აძლევდა) ფეხით სიარულით თანხა გამოიმუშაონ. საუბარია სპორტულ ფეხსაცმელზე, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით (ვირტუალური ბოტასია). ამ სპორტული ფეხსაცმლით უნდა იაროთ დღეში ორჯერ, რაღაც ენერგია დახარჯოთ და ამაში გამოიმუშავებთ კრიპტოვალუტას, რომელსაც შემდეგ გადააკონვერტირებთ რეალურ ფულში და გამოიტანთ თქვენი ანგარიშზე.
   
28 ივლისი 2022
რატომ დევნის კულტურის სამინისტრო მეცნიერთა ნაწილს?
ისტორიულმა მეხსიერებამ კარგად იცის - ზოგჯერ ქვეშევრდომები განსაკუთრებულად სასტიკი დამოკიდებულებებით გამოირჩევიან. ვინ იფიქრებდა, რომ კულტურის სამინისტრო თავისუფლად მოაზროვნეთა (დამსახურებულ მეცნიერთა) მიმართ უკანონო, ზონდერ მეთოდებს აქტიურად გამოიყენებდა. „ოცნების“ მთავრობაში ვისაც ჯერ კიდევ ჭკუა მოეკითხება, ამ პრობლემას უნდა მიხედოს, თორემ „შუბი ხალთაში“ არ იმალება.
   
18 მაისი 2022
რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა?
კარგი საქმე გვაქვს ჟურნალისტებს - მარკესი სამყაროში ყველაზე მაგარ პროფესიას უწოდებდა. ხშირად რესპონდენტები თავისი ფეხით მოდიან ჩვენთან და გულისტკივილს გვიამბობენ. ერთ-ერთი მათგანი, ვახუშტი დ. (სრულ გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) ვაკის პარკში მორიგი სეირნობისას შემხვდა და საუბარიც დაიწყო.
   
31 მარტი 2022
უკრაინის ომის ფონზე რამდენად დაცულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება?
მეგობარ უკრაინაში საერთაშორისო დამნაშავე პუტინის „ურდოს“ შეჭრის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოებაც დიდი რისკების წინაშე აღმოჩნდა. კიევის ფრონტზე „ბლიც-კრიგისას“ წატეხილი ცხვირის ფონზე, მტერს ნებისმიერ მომენტში შედარებით სუსტ მეზობელთან „მცირე გამარჯვების“ სურვილი შეიძლება გაუჩნდეს, რასაც ჩვენი მხრიდან მუდმივი მზადყოფნა სჭირდება. სად ვართ ამ დროს და რას ვაკეთებთ, ამ თემაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, თადარიგის პოლკოვნიკ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.
   
28 მარტი 2022
ზელენსკი ახალი სამხედრო კავშირის (U24) ინიციატივით გამოდის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას ახალი სამხედრო კავშირის, U24-ის შექმნის წინადადებით მიმართა. ის უნდობლობას უცხადებს მოქმედ ინსტიტუტებს. „მე მივმართე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფოს, ახალი გაერთიანების - U24-ის შექმნის საკითხზე, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ის პირველ 24 საათში დაიწყებს შეტევას.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია