მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რევოლუციას გამწარებული ხალხი აწყობს და არა პარტია - დავით ახრახაძე - 09 ნოემბერი 2020

ჩვენ გავალთ გარეთ, ყველა დაინახავს რამდენი ვართ

ufleba.ge

,,ufleba.ge” ომის ვეტერანს, ბატონ დავით ახრახაძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, მოდით საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დავიწყოთ - არის თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე, ვხედვათ თუ არა ორად გაყოფილ საქართველოს?

- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა. ქართველმა ხალხმა ,,ქართული ოცნებამესამე ვადით აირჩია. დიახ, ეს ასეა.

რაც შეეხება ოპოზიციას - მათი საუბრები არჩევნები გაყალბდაო, ასევე მათი მოქმედებები (აქციებს ვგულისხმობ ) მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - რევოლუციას. დიახ, ,,ნაციონალურ მოძრაობასრევოლუციის მოწყობა უნდა. ისინი რევოლუციურ სცენარზე წავიდნ, რადგან სხვა გზა არ აქვთ; რადგან ისინი ხელისუფლებაში სხვაგვარად ვერ დაბრუნდებიან. მათ კი ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ და ეს ყველამ კარგად იცის.

ვიმეორებ, მათი აქციები ქვეყანაში არეულობის მოწყობას და ქაოსს ემსახურება. სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, გამორიცხულია. რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგება, და მგონი, დგას კიდეც. იცით, ერთი ურა-ურა რომ დაიძახოს ხალხმა, ნახავთ რაც მოხდება.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენ გავალთ გარეთ და ყველა დაინახავს რამდენი ვართ. ჩვენ ხელისუფლების გვერდით დავდგებით, რადგან ქართულმა საზოგადოებამ ამ არჩევნებში მხარი მათ დაუჭირა. ასიათასობით ადამიანია ,,ქართული ოცნებისგვერდით, 500 კაცი კი არა.

თქვენ ალბათ გახსოვთ, წინა წლის დეკემბერში ხალხმა აქცია მოაწყო ,,ქართული ოცნებისმხარდასაჭერად, საპრეზდენტო არჩევნების დროს. ყველა ღირსეული ადამიანი იქ ვიყავით და დღესაც მათ გვერდით ვიდგებით.

გიმეორებთ, 100 - 200 ათასი ადამიანი გავა ერთ დღეში გარეთ და მათ გვერდით დავდგებით. ასე რომ, გონს მოეგონ.

საქართველო კი, ყოველთვის ორად იყო გაყოფილი, დაწყებული ზვიად გამსახურდიას დროიდან დღემდე. როდის არ იყო საქართველო ორად გაყოფილი მითხარით აბა!

საერთოდ რევოლუცია რომ მოაწყო, ამას მინიმუმ მუხტი უნდა. რევოლუციას პარტია კი არა, გამწარებული ხალხი აწყობს. და დღეს ეს მუხტი არ არის. ესენი კი ცდილობენ მუხტის შექმნას, მაგრამ არ გამოსდით, არა. ვერ წევენ მუხტს.

ვნახეთ ჩვენ ჩანაწერები იგივე გუბაზ სანიკიძის და კაკებეშნიკ თემურ ალასანიასი და ვიცით, რაც სურთ მათ. უკანონო ჩანაწერები ეძახე შენ და უკანონოდ რომ კაცი მოკლა და გადაუღოს ვიღაცამ, .. არ მოუკლავს? არ არის ასე.

- ,,სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების  მცდელობაზე საქმეა აღძრული, შესაძლოა დააკავონ ადამიანებიო,  თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

- მოსალოდნელი კი არა, საჭიროა დაკავებები. დიახ, ეს ხალხი დასაჭერია, მაგრამ მეეჭვება, რომ  დაიჭირონ, რადგან ამ მხრივ, ბოლო წლები ნამდვილად უუნარობას ვატყობ ამ ხელისუფლებას.

ბევრია დასაჭერი, იგივე  უგულავა, ბოკერია და ძმანი მათნი. ისინი გარეთ არ უნდა იყვნენ. ვიმეორებ, არ მგონია, ახლა ეს ადამაიები დააკავონ. არც რაიმე ინფორმაცია მაქვს. მაგრამ ერთი ვიცი - ამათ რევოლუციის მოწყობა უნდათ.

ჩვენ გვახსოვს 2019 წელს დეკემბერში რაც გააკეთეს -  პარლამენტში შეჭრა მოინდომეს. პირველად მაშინ სცადეს სახელმწიფო გადატრიალება, მეორედ ახლა ცდილობენ. როგორც ვიცი, დიდი თანხაა გადმორიცხული. სერიოზული დაფინანსებაა აქვთ. ეს პროცესი დაფინანსებულია.

ახლა ყველამ კარგად ვიცით, რომ აქციების მოწყობას, ხალხის მიყვანას დაფინასება სჭირდება. რაც შეეხება იარაღის შემოტანას - იარაღს შემოტანა არ სჭირდება, აქვთ. რას ვგულისხმობ? კასრებში რომ ნახეს იარაღი, ალბათ, გახსოვთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი კასრი იქნება დარჩენილი საქართველოში, ბევრი. ახლა სამმმა კაცმა სად რა ჩამარხა, ამას ვერ გაიგებ, ვერც ნახავ, რაც ნახეს ისიც კარგი კიდევ. მე არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე კასრი იყოს კიდევ, თქვენ გამორიცხავთ? მე არა.

რაც შეეხება ბოევიკებს, დიახ, ისინი აპირებდნენ ჩამოსვლას. და არ ვიცი, ჩამოვიდნენ თუ არა. ამდენი ინფორმაცია არ მაქვს.

აგერ ჩემი მაგალითი ავიღოთ. ვინმე ლატარია, ყოფილი ძალოვანი, სამხედრო დამიკავშირდა კიევიდან და დამემუქრა. პირდაპირ მითხრა, ჩვენ მოვდივართ და ვერავ გიშველისო. დიახ, მითხრა მოგკლავთო. კვირას საქართველოში ვიქნებითო. ვიმეორებ, ჩვენ ამ რადიკალური ძალისგან ყველაფერ ცუდს მოველით, ესენი სისხლისღვრაზე მიდიან.

ჩვენ ვხედავთ, რომ 8 წელია ეს უნამუსოები ამ ხალხს დაატარებენ მოსე რომ დატარებდა ებრაელებს ისე. ყველანაირად ცდილობენ მუხტის აწევას, მაგრამ არ გამოუვათ. იცით, ახლა ვიღაც რომ მოკლან, ეს საკმარისი იქნება მათთვის მუხტის ასაწევად.

- რას ნიშნავს ვიღაც მოკლან? რა მოლოდინი გაქვთ, ფიქრობთ, რომ მძიმე პროცესები განვითარდება?

- არაფერია გამორიცხული. გითხარით, ესენი ყველაფერზე წავლენ. ყველა სცენარი მოსალოდნელია. მე ერთ რამეს ვშიშობ და გეტყვით რას - შესაძლოა ამათ თავიანთ აქციაზე ადამიანი მოკლან. კაცი მოკვდეს და მათვე გააკეთონ ეს. იმედია, მსგავსი რამ არ გამოუვათ და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

ამაზე ალბათ შესაბამისი ორგანოები იზრუნებენ, ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას ვგულისხმობ. და წესით, ოპოზიციას ისე ჩაუქრება მუხტი, როგორც 2019 წელს.

- შეღუდვები წესდება, ოპოზიცია კი არ აპირებ დამორჩილებას...

- არ დაემორჩილებიან, ცხადია. მეტიც, ესენი ყველანაირად ცდილობენ სამართალდამცავი ორგანოების წყობილებიდან გამოყვანას. მათ ნერვებზე თამაშობენ, იწვევენ მათ. ამის მაგალითი ჩვენ გუშინ ვნახეთ. ვნახეთ, რაც ხდებოდა ცესკოს შენობასთან. როგორ უშენდნენ ქვებს სამართალდამცველებს, ანგრევდნენ ღობეებს, ცესკოს შენობაში შეჭრა სურდათ.

გეუბნებით, ესენი ყველაფერზე მიდიან-მეთქი. შსს- აბუჩად იგდებენ პირდაპირ ვაცხადებ, ესნი პოლიციას იწვევენ. მათ სურთ, რომ ძალოვანმა უწყების თანამშრომლებმა თვითკონტროლი დაკარგონ და რაღაც გააკეთონ, რომ შემდეგ საყვირალი ჰქონდეთ. ასეც მოიქცნენ გუშინ. მიეცათ კიდეც სალაპარაკო - მშვიდობიანი აქცია დაარბიესო. არ იყო მშვიდობიანი აქცია, არა.

მე თუ მკითხვთ, კომენდანტის საათი კი არა, საერთოდ უნდა გაჩერდეს ყველაფერი, როგორც მარტის თვეში იყო გაჩერებული. ცხადია, კოვიდ 19 -ის გამო, რადგან ახალ-ახალი შემთხვევები ფიქსირდება, დაავადებულთა რიცხვი მატულობს.

თუმცა გეთანხმებით, მართლაც ცუდად ემთხვევა კომენდატის საათი ამ აქციებს. მე მაინც, მგონია, რომ არაფერი გამოუვათ. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და ქუჩიდან პირდაპირ პარლამენტში ვიხილავთ ამ ხალხს. რა თქმა უნდა, იქ შევლენ. ფულის გამო აკეთებენ ესენი ყველაფერს და აბა რას იზამენ.

ახლა, მაგალითად მაჭუტაძე არ შევა პარლამენტში? შენ გამოუშვებ იმას იქიდან? ძლივს ეღირსა კაცი პარლამენტარობას, პარლამენტის მანდატს.

,,ქართული ოცნება კი ხალხმა მესამე ვადით აირჩია, კვლავ მას მისცა მანდატი და ნდობა გამოუცხადა, ეს ფაქტია. თუ არადა, გახსნან უბნები (ნებისმიერი უბანი) და დაინახავენ, რომ ეს ასეა. დიახ, ,,ქართულ ოცნებასეს არჩევნები მოგებული აქვს.

- რა არის გამოსავალი, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

- აცადონ ბატონო ცესკოს ხმების დათვლა. მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური უნდა ჩატარდეს და არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდეს. აი, შემდეგ კი, ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ამ დესტრუქციულ ძალას. თუ რევოლუციური მუხტი ექნებათ კიდევ - გაუშვან ციხეში. სხვა გზა არ აქვთ, არა. ესენი არიან მავნებლები. ეს ხალხი დასაჭერია.

ქეთი ხომერიკი 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია