მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ქორწილი და ძეობები, ნიღაბი მაინც გავიკეთოთ ცხვირს რომ ფარავდეს - რომან გოცირიძე - 17 ნოემბერი 2020

კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა მხოლოდ ერთ დღეში და თითქოს არაფერი მომხდარა. შევეგუეთ.

რომელი ჭჯუადამჯდარი ადამიანი დაიჯერებდა ხელისუფლების პროპაგანდას, რომ ღატაკი, უმართავი (ანუ არაფორმალურად მართული) ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე წარმატებით უმკლავდებოდა პანდემიას. ბოლო კვირების სტატისტიკით მსოფლიო ლიდერები ვართ სხვა ორიოდე ქვეყანასთან ერთად ვირუსის გავრცელებისა და კვდილიანობის მხრივ.

როცა გვესმის, რომ საავადმყოფოში ადგილი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომგაგებით მოვეკიდოთასეულობით ადამიანის დაღუპვას.

რატომ არ იხსნება საველე ჰოსპიტლები, რატომ არ იყენებენ სპორტის სასახლეს ან სხვა დიდ სივრცეებს ავადმყოფების მისაღებად. ხომ გვინახავს მსგავსი რამ სხვა ქვეყნებში?

შევთანხმდით, რომ ეფექტიანი მთავრობა არა გვყავს. ჩვენ მაინც მივხედოთ ჩვენს თავს, როგორც შეგვიძლია. რა ქორწილი და ძეობები, ქელეხები და წირვები.  ნიღაბი მაინც გავიკეთოთ ისე, რომ ცხვირს მაინც ფარავდეს.

მივინდომეთ შვედური მოდელი“, - წერს რომან გოცირიძე (ენმ) „ფეისბუქის“ გვერდზე.

საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 778-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 638 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია