მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის“ - 01 დეკემბერი 2020

„რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის, ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, შემოეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ ხელი მოეწერა სამთავრობო ხელშეკრულებას და დაახლოებით ორ კვირაშირემდესივირსსაქართველოში შემოიტანენ.

მიუხედავად იმისა, რომრემდესივირზეგანსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად ამერიკაში მას ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ყველა კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ, ამერიკის ნაციონალურმა ინსტიტუტებმა თავის გაიდლაინში ოფიციალურად შეიტანა და უწევს რეკომენდაციას. ამავდროულად, ჯანმო- არ შეიტანა თავის გაიდლაინში და ამბობს, რომ მის ჩატარებულ კვლევაში ვერ უჩვენარემდესევირმასაკმარისი ეფექტურობა.

ასევე, „რემდესივირიარ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ შემოეტანარემდესივირი“, მისი შემოტანა მოხდება. როგორც ვიცი, გუშინ მოეწერა ხელი სამთავრობო ხელშეკრულებას, სადღაც ორ კვირაში მოხდება მისი შემოტანა“, – აცხადებს ცერცვაძე.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომრემდესივირიბოლო მონაცემებით ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის.

მინდა, დავაზუსტო, რომ შემდეგში არ იყოს არაჯანსაღი მოლოდინები – „რემდესივირიბოლო მონაცემებით და რეკომენდაცებით ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის, ანუ ვისაც აქვს სუნთქვის გაძნელების პრობლემები ადრეულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის გავრცელების რეფლიკაცია ჯერ კიდევ ხდება, რადგან ეს არის ანტივირუსული მედიკამენტი. ხოლო დაგვიანებულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის რეფლიკაცია, ასე ვთქვათ, დამთავრებულია და სხვა ფაქტორები გამოდის წინა პლანზე, იქრემდესივირისამწუხაროდ არაეფექტურია. ამიტომ საქართველოში შემოტანის შემდეგ დაიხვეწება სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ზუსტად იქნება გაწერილი, რა კატეგორიას უნდა მიეცესრემდესევირი“, რამეთუ სხვებთან ის ექეფქტური არ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 9343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა, 1 303 კი, გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობას 6 366 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 708 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია