მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნებიმისმიერი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ქვეყანას ოლიგარქი არ მართავს, არჩევნები არ გაყალბებულა, კრიტიკას დაიმსახურებს - ნიკა მელია - 03 დეკემბერი 2020

გასაგებია, რომ კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკასა და თავდასხმას შორის არის უდიდესი განსხვავება.

„კრიტიკა არ არის თავდასხმა. მგონი, კარგად იცით დეფინიცია, რას ნიშნავს თავდასხმა და რას ნიშნავს კრიტიკა. მათ შორის არის უდიდესი განსხვავება.

რის გამოც მე გამოვთქვი მოსაზრება, ეს მგონი, კარგად იცით. როდესაც ქვეყანაში არ ტარდება თავისუფალი არჩევნები, არის ოლიგარქიული რეჟიმი, ვინც არ უნდა იყოს და ამაზე ექნება სრულიად საპირისპირო პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემგან კრიტიკას ყოველთვის დაიმსახურებს.

ჩვენ ვიბრძვით, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას. არჩევნები ტარდება რუსეთში? კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია, რომ ეს უნდა და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, იდევნებოდნენ ოპოზიციური ლიდერები, თავისუფალი სიტყვა იზღუდებოდეს და ა.შ. ეს არის ის, რაც არ მინდა ამ ქვეყანაში ხდებოდეს.

ამ ყველაფერს თუ შევხედავთ, როგორც ნორმას და მივიღებთ პროზაულ მოცემულობად, ეს ყველაფერი მოხდება მრავალი წლის განმავლობაში.

ნებიმისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და ვინც ამბობს, რომ ქვეყანას ოლიგარქი არ მართავს, ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა, კრიტიკას დაიმსახურებს“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ პირველ დეკემბერს საქართველოში აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა.

„როგორ ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს, რომ აშშ-ის ელჩი ამ ქვეყანაში არის დემოკრატიის სადარაჯოზე, როცა მაკლია მკაფიო ხმა, რომელსაც მისგან უნდა ვიგებდე“, – აღნიშნა მელიამ (წყარო: პირველი არხი).

გია ნოდია, ექსპერტი:

„ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტზე არ იყო რაიმე (სწორ თუ არასწორ) პოლიტიკურ გათვლაზე დამყარებული ნაბიჯი. ეს იყო ჰეროიკული ჟესტი, ერთგვარი რიტუალური თვითდაწვა, რაც სასოწარკვეთის გამოხატულებაა: რეალობას ვერ შევურიგდებით, მაგრამ გაკეთება არაფრის შეგვიძლია.

შედეგია პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ნორმად იქცევა. ოღონდ ესაა დემოკრატიული მმართველობის კრიზისი და არა ზოგადად მმართველობის კრიზისი: ხელისუფლება კრიზისში მყოფად არ აღიქვამს თავს, მას შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება გააგრძელოს“, - წერს გია ნოდია „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია