მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქვეყნის 200-ზე მეტ ადგილზე ხელმისაწვდომია ანტიგენის სწრაფი ტეტსით გამოკვლევა - ამირან გამყრელიძე - 07 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.

მისივე თქმით, ტესტირება უფასოა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუკი შეზღუდვების გაფართოების პერიოდში რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული, შესაძლოა, თვის ბოლოსთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ჩვენ ვთხოვეთ და ყველა პოლიკლინიკაში, დაწესებულებაში, სადაც ამბულატორიულ პირობებში შესაძლებელი იყო ტესტირების ჩატარება, ნაკადი შედარებით მაინც ნაკლები იყო.

ამიტომ ყველას გთხოვთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოოთ კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი.

თუ ყველანი შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დადგენილია, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ ავიყვანთ მაქსიმუმზე, რაც არის 95 პროცენტი (ცოტა ზემოთ აგვეწია, ახლა გვაქვს 55-დან 65 პროცენტზე), შესაძლოა, ამ თვის ბოლოს ახალი შემთხვევების რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და ქვეყანაში ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შექმნას.

ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 200-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.

ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შემოთავაზებით, რომ ქვეყნის 200-ზე მეტ ადგილზე ხელმისაწვდომია ანტიგენის სწრაფი ტეტსით გამოკვლევა, ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე, თბილისში დაახლოებით 42 ამბულატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 150-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ეს და ხაზს ვუსვამ, გახლავთ უფასო.

სიმპტომებიან ადამიანებს შეუძლიათ, მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე ყოველგვარი ექიმის დანიშნულების გარეშე მივიდნენ ეგრეთ წოდებული თვითდინებით, თუ მათ აქვთ სიმპტომები. მათ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ უფასოდ, ამას აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა, 1 540 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 744 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში.

ამასთან, 6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 321  შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 301 ადამიანი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია