მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოპოზიციონერი იქნები თუ პუფი - აირჩიე - 08 დეკემბერი 2020

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან არც ერთი დეპუტატი არ შევა პარლამენტში. მისი თქმით, ვინც ვერ გაუძლებს ცდუნებას, არ იქნება ოპოზიციონერი და დეპუტატი, არამედ იქნება „რაღაც ნივთი“.

მოკლედ, მითქმა-მოთქმას ბოლო რომ მოეღოს, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რაზეც საუბარი მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში, რაზე არისქართული ოცნებაწამომსვლელი, რაზე თანხმდება ოპოზიცია ან არ თანხმდება, ვინ თანხმდება, ვინ არ თანხმდებაერთხელ და სამუდამოდ, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და დაესმევა დღეს, დარწმუნებული ვარ.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი დეპუტატობის კანდიდატი, თუ გინდათ დეპუტატი, ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან, არ შევა; არც ერთი დეპუტატი, არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა; მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება.

ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ, რაღაც ნივთი.

ანუ, ვინმე თუ შევა და პოლიტიკურ პრაგმატულობას თავი დავანებოთ, ვინმე თუ პოლიტიკურ ცდუნებას ვერ გაუძლებს, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი მით უმეტესჩემი პოზიცია ასეთია. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ექვსი კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ ექვსმა ადამიანმა. მე გამოვრიცხავ, მაგრამ მაინცდამაინც, ჰიპოტეტურად, ვინმე შევიდა, ის ვერ იქნება ვერ დეპუტატი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია