მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ოცნებამ“ გადაწყვიტა ოპოზიციურ ამომრჩეველს ხმის უფლება წაართვას“ - 10 დეკემბერი 2020

„ხვალ, თბილისის ცენტრში იხსნება მორიგი დენდროლოგიური პარკი. აქ ყველა პირობაა შექმნილი სრული რელაქსაციისთვის“, - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი:

„გზა ერთპარტიული პარლამენტიდან ერთპარტიულ საქართველომდე და ნახევარი მილიონი ხმის უფლება ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქე - „ოცნებამ“ გადაწყვიტა ოპოზიციურ ამომრჩეველს ხმის უფლება წაართვას.

ჩვენ გვყავს ბევრი დაუსაბუთებლად ამბიციური პოლიტიკოსი, მაგრამ არ გვაქვს დასაბუთებული და ამბიციური ხედვა ქვეყნის განვითარების: არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი შვილების სახით კიდევ ერთი დაკარგული თაობა არ მივიღოთ: განათლების ორწლიანი წყვეტით და უმომავლობის განცდით“.

ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო“:

„Parliament of Georgia

changed its name to

Gauqmebulia Gauqmebulia“.

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი“:

„მე მგონია, რომ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვართ, წარმატების მიღწევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობით. ნაკლებად მჯერა, რომ ცალკე აღებული რომელიმე პარტია შეძლებს, რომ ივანიშვილს ბრძოლა მოუგოს და თუნდაც მოლაპარაკების მაგიდაზე რაიმე მნიშვნელოვანი დაათმობინოს“.

დავით ზურაბიშვილი, ანალიტიკოსი:

„გასაგებია, რომ ახლა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, რბილად რომ ვთქვა, ვერ იქნება მთლად სწორი საქციელი. მაგრამ რასაც მე ვუყურებ, ისეთი ისტერიული ბულინგი მიდის პოტენციური შემსვლელების თუ შესვლაში ეჭვმიტანილების, რომ დანტე ალიგიერი რომ აქ და ახლა წერდეს ღვთაებრივ კომედიას, ჯოჯოხეთის ბოლო ლეველში, სატანას ხახაში რომ კაცობრიობის ისტორიაში სამი ყველაზე დიდი მოღალატეა, აი სწორედ იქ კასიუსის, ბრუტუსის და იუდას ნაცვლად ხვიჩია, მეგრელიშვილი და ელისაშვილი ეყოლებოდა გაჩრილი, მე ვიყო კობახიძის მესამე იპოსტასი.  #შავღონდი“.

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია