მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამნისტია უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც - გიგი უგულავა - 16 დეკემბერი 2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას ეხმაურება.

უგულავას თქმით, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ კანონპროექტზე საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს. როგორც მან აღნიშნა, ეს ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს, შესაბამისად, ის უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც.

გიგი უგულავას განცხადებით, თუ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია საკუთარი ცოდვებისგასაპრავებლად“.

საყოველთაო ამინისტია სწორი იდეაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და ბატონი სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა. ერთადერთი დეტალი, რაც მისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას.

მინდა, შევახსენო, რომ ნებისმიერი ამინისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი.

თუ ასეთ რამეებსაც შეიძლება, ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვებისგასაპრავებლად“, ხოლო თუ საკუთარი ცოდვებისგაპრავებაუნდაქართულ ოცნებას“, ამაში ჩვენ ვერ დავეხმარებით და არ დავეხმარებით.

თუ ეს საყოველთაო ამინისტიაა, ყველას უნდა შეეხოს ის მუხლები, რა მუხლებზეც გაფორმდება ამინისტია, რადგან შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამინისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს.

ამიტომ დეტალები გვაინტერესებს, მეტი ინფორმაციაა საჭირო და შესაბამისად, თუ პატივს დაგვდებსქართული ოცნებადა უფრო დეტალურად აგვიხსნის, რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს მხოლოდ ამ პროცესს წაადგება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პარლამენტშიამნისტიის შესახებკანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ნაკლებად მოსალოდნელია, ამნისტიის ახალი კანონპროექტი გიორგი რურუას შეეხოს, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია