მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გახარიამ მთავრობის შემადგენლობა წარადგინა - 18 დეკემბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მეათე მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:

1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომიხეილ ჩხენკელი;

2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროლევან დავითაშვილი;

3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრონათელა თურნავა;

4. თავდაცვის სამინისტროირაკლი ღარიბაშვილი;

5. იუსტიციის სამინისტროგოჩა ლორთქიფანიძე;

6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროეკატერინე ტიკარაძე;

7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომაია ცქიტიშვილი;

8. საგარეო საქმეთა სამინისტროდავით ზალკალიანი;

9. ფინანსთა სამინისტროივანე მაჭავარიანი;

10. შინაგან საქმეთა სამინისტროვახტანგ გომელაური;

11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატითეა ახვლედიანი.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, მისი ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის.

აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე:

საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები;

ეკონომიკური განვითარება

სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება

სახელმწიფო მმართველობა

თითოეული საკვანძო მიმართულება მოიცავს მთავრობის გაწერილ ხედვას და კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია