მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს - 27 დეკემბერი 2020

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.

ნიკა მელიამ თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა.

სხვადასხვა დროსნაციონალური მოძრაობიდანბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, მაგრამ, ბუნებრივია, იბადება კითხვაროგორ ხდება, რომ ბევრი მიდის, წასულან დიდებიც, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კიარ სუსტდება, არამედ პირიქით ძლიერდება და გაძლიერებულა, რა არის ამის მიზეზი?

ამას აქვს მარტივი ახსნა, „ნაციონალური მოძრაობაარის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობაარის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერ ერჩის, ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. „ნაციონალური მოძრაობაარის მეტი, ვიდრე პარტია.

ის, რაც 2012 წელს შეძლონაციონალურმა მოძრაობამ“, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმაქართულმა ოცნებამდა სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომებს ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მელიამ.

 

წყარო: პირველი არხი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია