მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ასეთი ფაქტებით, ვიღაცისთვის წვრილმანებით დგება ავტორიტარიზმი - ელენე ხოშტარია - 29 დეკემბერი 2020

„ასეთი ფაქტებით, ვიღაცისთვის წვრილმანებით დგება ავტორიტარიზმი“, - ამ მინაწერით ელენე ხოშტარია ადვოკატ ედუად მარიკაშვილის პოზიციას აქვეყნებს „ფეისბუქზე“.

ედუარდ მარიკაშვილი:

„კიდევ ერთხელ და ვრცლად N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ივერი მელაშვილის უფლებების უხეშ და უპრეცენდენტო დარღვევაზე.

დაუშვებელია ადვოკატისა და ბრალდებულის კომუნიკაციის შინაარსობრივი კონტროლი ციხის ადმინისტრაციის მიერ. ეს არის დაცვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტი.

მოცემულობა შემდეგია: ადვოკატებს კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ივერისთან მხოლოდ შუშის მიღმა, ტელეფონით გვაქვს კომუნიკაციის შესაძლებლობა. რაც  მნიშვნელოვნად აფერხებს ბრალდებულისა და ადვოკატის მიერ საქმის ერთობლივად შესწავლასა და ანალიზსს, დაცვის სტრატეგიის დაგეგმვას. ბრალდებულს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ უსმენენ. ტელეფონით კომუნიკაცია, ცალსახად ტოვებს ასეთ განცდას.

ჩვენთვის ერთადერთი უსაფრთხო და კონფიდენციალური კომუნიკაციის ფორმა არის საქმეზე წერილობითი ანალიზის ურთიერთგაცვლა.

1. დღეს, ივერი მელაშვილს სურდა ჩემთვის/მისი ადვოკატისთვის გადმოეცა მისი წერილობითი მოსაზრებები მისივე საქმესთან დაკავშირებით.

2. ციხის ადმინისტრაციამ დოკუმენტები რომლის გადმოცემაც სურდა ივერის, მას შემდეგ რაც მას გამოართვეს, ჩემთვის გადმოცემამდე მივიდნენ დასკვნამდე, რომ დოკუმენტის შინაარსობრივი ფორმულირების გამო არ მქონდა მისი ადგილზე მიღების უფლება.

3. თავის მხრივ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც დღევანდელ ამბავს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, ბრალდებულსა და ადვოკატს შორის წერილობითი კომუნიკაცია პირადი ხასიათის მიმოწერად გამოაცხადა და მის ერთადერთი გაცემის ფორმად ციხის ადმინისტრაციის გავლით გაცემა დაუშვა.

ადვოკატსა და ბრალდებულს არაფერი უზღუდავს უფლებას დაცვის სტრატეგიაზე მოსაზრებები, ოფიციალური კორესპონდენციის გარეშე, ციხის ადმინისტრაციის კონტროლს მიღმა გაცვალონ. ამის საწინააღმდეგო მტკიცება იგივეა, რაც ადვოკატს ბრალდებულთან საუბრის დროს ჩანაწერების გაკეთების უფლება არ მისცე.

როგორ მივიდა ადმინისტრაცია დასკვნამდე, რომ დოკუმენტი შინაარსობრივად პირადი ხასიათის კორესპონდენციას წარმოადგენდა.

1. დოკუმენტი ჩემთვის არ გადმოუციათ, ამიტომ არ ვიცი რა ეწერა.

2. თუკი შინაარსი იყო პრობლემა ადმინისტრაციისთვის, გამოდის, რომ მათ დოკუმენტი წაიკითხეს, რაც უმძიმესი ჩარევაა დაცვის უფლებაში;

3. თუ არ წაუკითხავთ, მაშინ რა იციან, რა ხასიათის და შინაარსის დოკუმენტია, და მაშინ საერთოდ რის საფუძველზე ზღუდავენ ადვოკატსა და ბრალდებულს შორის დოკუმენტების ურთიერთგაცვლას. ეს ცალკე დარღვევაა.

რა განმარტებაც არ უნდა გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს მათ უმძიმესად და უპრეცედენტოდ დაარღვიეს ივერი მელაშვილის დაცვის უფლება“, - წერს ედუარდ მარიკაშვილი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია