მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს - 03 იანვარი 2021

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან კვლავ მოქმედებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სავაჭრო ობიექტები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. დისტანციურ რეჟიმში მუშაობა არ გავრცელდება სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებზე, ასევეპრესის ჯიხურებზე.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ.

ამასთან, 3-დან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმე/დასვენების დღეები. არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ამასთან, გადაადგილებაზე ახალი წლისთვის მოხსნილი შეზღუდვები, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გამონაკლისის სახით მოიხსნა, კვლავ ძალაშია. ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 229 169 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 220 442 გამოჯანმრთელდა, 2 603 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა  2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 868, PCR-ტესტით – 927.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 386 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 209, ხოლო კოვიდსასტუმროში – 840.

ამასთან, 2 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 981 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია