მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს - 05 იანვარი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდებული არ არის, თუმცა, მათ, ვინც სტუმრად წასვლას გეგმავენ, ან სტუმრები ეწვიათ, უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან.

„ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზეიმო ჭურჭელი; სადღესასწაულო შეკრებებზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა, სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე; პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს. სადილობისას აუცილებელია, დაიცვათ სულ მცირე ერთი მეტრი დისტანცია გარშემომყოფებისგან; დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ; დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია