მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ინსტიტუციურ დემოკრატიას ამერიკაში რამდენიმე იდიოტის კონგრესში შევარდნა ვერაფერს დააკლებს“ - 07 იანვარი 2021

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ქართველი ექსპერტები ეხმაურებიან.

დავით ზურაბიშვილი:

ორნახევარი საუკუნის ინსტიტუციურ დემოკრატიას ამერიკაში რამდენიმე იდიოტის კონგრესში შევარდნა ვერაფერს დააკლებს. სხვა თუ არაფერი, ოთხი წელი ჰყავდათ მთავარი იდიოტი პრეზიდენტად და და ქვეყანა კიდევ დგას. თუმცა, ასეთ იდიოტს რომ აირჩევ ერთხელ პრეზიდენტად და მერე კინაღამ მეორედ აირჩევ, ცოტა დამაფიქრებელი ამბავი კია. God bless America.

გია ნოდია:

ჯერ ბაიდენის არჩევის და მერე გუშინდელი აურზაურის შემდეგ ყველაზე საინტერესო საკითხია, რა გზით წავა რესპუბლიკური პარტია. ჯერ, იანვრის დასაწყისში, პირველად მოხდა, რომ სენატმა დაძლია ტრამპის ვეტო თავდაცვის კანონზე - რესპუბლიკელი სენატორების უმრავლესობა მას დაუპირისპირდა. გუშინდელი სიგიჟის ფონზე ზოგმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და სენატორმა უაღრესად მკვეთრად დაგმო პირადად ტრამპის პოზიცია - როგორც, აგერ, ჩვენმა მეგობარმა კინზინგერმა. ასე რომ წარმოდგენა იმაზე, რომ ტრამპს რესპუბლიკური პარტია ჯიბეში უდევს (რასაც, ცხადია, უმეტესად დემოკრატები ავრცელებდნენ) ტყუილი აღმოჩნდა.

მეორეს მხრივ, ტრამპისბაზაარსებობს, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნები მოპარეს - ხოლო თუ მოპარეს, კაპიტოლიუმზე თავდასხმაც მორალურად გამართლებულია. რასაც არ უნდა ფიქრობდე ამ ხალხზე, ის მოსახლეობის ანგარიშგასაწევი სეგმენტია. მაგრამ რამდენად დიდია ის ამ ეტაპზე? დასრულდა ტრამპი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, თუ არ დასრულდა?

არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ზომიერი რესპუბლიკელები და ზომიერი დემოკრატები კონგრესში გარკვეულ საერთო ინტერესს გამონახავენ საკუთარი ექსტრემისტული ფრთების წინააღმდეგ. ბოლო წლებია, ორივე პარტიაში ექსტრემისტებს აქვთ აღებული ინიციატივა. თუმცა, დემოკრატებს შორის ზომიერმა ბაიდენმა აჯობა, უკიდურესმა მემარცხენეებმა წააგეს. ახლა რესპუბლიკელების ჯერია (ცხადია, ეს პროგნოზი არაა, შეიძლება ასე არც მოხდეს).

ვანო მაჭავარიანი:

თუ ბოლო წლების პოლიტიკური კონსპირაცების თეორიების (ქუენანისტები) და მათ ნიადაგზე აღმოცენებული პოლიტიკური პოპულისტური ლიდერების (ამერკაში TRUMP და ევროპაში მათ შორის სხვებიც) დროშის ქვეშ გაერთიანებული შეირაღებული ულტრამემარჯვენე (რიგ შემთქვევაში ფაშისტური) თუ მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფების განვითარებას და მათ ქმედებას თუ დააკვირდებოდით “srorm is coming”, და ამაში ძალიან დიდია მედიის როლი, რომელიც ტირაჟირებას და პროპაგანდაც უწევდა მსგავს შეხედულებების დამკვიდრებას მის აუდიტორიაში, ვაშინგტონში მომხდარიხალხის აჯანყებაარ არის კონტექსტიდან ამოწყვეტილი დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობიდან, კარგად კოორდინირებული და  იდეოლოგიურად და ფინანსურად ხელშეწყობილია... და დასავლეთში ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინტიტუტების, მმართველობის შეტევას, მათ გაუფასურებას და განადგურებას ემსახურება.

ხათუნა ლაგაზიძე:

ისიც კი ვიცი, რა უნდა იყოს მთავარი მესიჯი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთბაში, შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა.

* * *

ამერიკელებს რომ კონგრესის კედლებში საქართველოს 2012 წლის არჩევნებს მოუყვანენ ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარების მაგალითად, რაღაცით ჩვენც ხომ უნდა ვიამაყოთ.

* * *

გუშინდელი დღის დასკვნა: ის რაც დაუშვებელია ამერიკაში, მიუღებელია ყველგან, სადაც დემოკრატიაა ან თუნდაც, დემოკრატობანას თამაშობენ, ჩვენს მსგავსად - ანუ, რევოლუცია, როგორც ხელისუფლების შეცვლის გზა. ასე რომ, ნუღარ დაიძაბებით ქოცებო რევოლუციით ხალხის დაშინებით. ოპოზიციამ კი სრულად უნდა გადაიაზროს თავისი როლი ახალ, გლობალურად შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაში და ხალხთან ურთიერთობის, კომუნიკაციის ახალი ფორმების აუცილებლობა... P.S. არავის უარუყვია მშვიდობიანი მასობრივი პროტესტის ფორმა“.

რომან გოცირიძე:

ქაჯების შემოსევა კონგრესში.

მოამტვრევენ სულ მალე რქებს.

გია ხუხაშვილი:  

გაუმარ ჯოს!

ტრამპ-ტა-რა-რამ...

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია