მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ბიძინა აირჩიეს - კობახიძე შერჩათ“ - 11 იანვარი 2021

გამოხმაურება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე.

გია ხუხაშვილი:

„ბიძინა აირჩიეს - კობახიძე შერჩათ...

მიშა აირჩიეს - მელია შერჩათ...

ინაშვილი აირჩიეს - ინჯია შერჩათ...“

დავით ზურაბიშვილი:

„Gia Khukhashvili -ს დავესესხები ფორმულირებაში და არჩევნების შედეგად საბოლოო ჯამში მიშას მეორედ მოსვლის ნაცვლად ბიძინას მეორედ წასვლა შეგვრჩა ხელში და პოლიტიკურ თანამოსაყდრედ ერთი ირაკლის ნაცვლად მეორე ირაკლის დასმა.

* * *

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ყველაზე საინტერესო საკითხავი არის მისი მომხრეების რეაქცია.

ერთნი შიშობენ, ემანდ მართლა ხომ არ მიდის და კობახიძის ხელში ხომ არ გვტოვებსო, ხოლო მეორენი პირველებს ამშვიდებენ, კი წავიდა ფორმალურად, მაგრამ რეალურად არსად არ მიდის და ისევ ის იქნება ნაჩალნიკიო.

ანუ, ერთის მხრივ, ამ ხალხის აზრით ისეთი უვარგისი ხელისუფლება გვყავს, რომ თუ პირადად ბატონმა ბიძინამ არ უხელმძღვანელა, კაცმა არ იცის რა უბედურებას გადაგვყრიან და შეიძლება მიშაც კი  (ფუი ეშმაკს, ჯვარი აქაურობას!) მობრუნდეს; მეორეს მხრივ კი თავს იმით იმშვიდებენ, რომ უვარგისი ხელისუფლების ფორმალური მმართველობა ბატონი ბიძინას არაფორმალური მმართველობით დაბალანსდება.

მოკლედ, კიდე კაი დღეში ვართ“.

რომან გოცირიძე:

„ჰეგელი ამბობდა:  „ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი“.

პირველად რომ წავიდა და დაბრუნდა, კიდევ რაღაცას ჰგავდა, მეორედ რომ „წავიდა“ და ისევ დაბრუნდება „ოცნებაში არეული საქმეების დასალაგებლად“ ან ახლი პარტიით, „ოცნების“ ოპოზიციაში გასასტუმრებლად, ძალიან, ძალიან კომიკური იქნება. ტრაგიკული შედეგებით“.

ზურაბ ჯაფარიძე:

„ოცნება ბიძინას „წასვლამდე“:

რა ბ-ნი ბიძინა, რა კულისებიდან მართვა, რას ლაპარაკობთ? მაგას როგორ იკადრებს?

ოცნება ბიძინას „წასვლის“ შემდეგ:

ამხელა ძალაუფლებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა უპრეცედენტოა მსოფლიო ისტორიაში“.

* * *

„გაგანია პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანა უმძიმესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, როგორც ეკონომიკური ისე ჯანდაცვის თვალსაზრისით... უპასუხისმგებლოდ მიატოვა ქვეყანა და გაჭირვებული ხალხი გახარიას და თალაკვაძის იმედად დატოვა“ - რომელიმე ოპოზიციური მედია, დღეს“.

ელენე ხოშტარია:

„იმედია მალე ჩაცხრება „წასვლაზე“ საუბარი და გავაგრძელებთ ბრძოლას ამ სისტემის დასანგრევად. შეურაცხმყოფელია ამ კაცის თამაშები“.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია