მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენებს - გიგა ბოკერია - 21 იანვარი 2021

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა.

თუმცა, ბოკერიას თქმით, დღეს პრობლემაა ის, რომ  საქართველოს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამგვარ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ეფექტიანად გამოიყენებდა.

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა საქართველოსთვის. ეს გადაწყვეტილება არის ევროსაბჭოში როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური, ლეგიტიმური ინსტრუმენტი იმ დიდი საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი და რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს ჩვენთვის, ქვეყნისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად წარსულ უსამართლობაზე პასუხისმგებლობის დაყენების თვალსაზრისით და სამართლებრივად მომავალში – ორივე თვალსაზრისით ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

დღეს ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ეფექტურად გამოიყენებს. ხელისუფლება, რომელსაც ექნება ხედვა, რწმენა, კომპეტენცია, სურვილი და ამოცანა, რომ ეს ეფექტურად გამოიყენოს. ჩვენ ეს ვნახეთ წინა გამარჯვებისას, როდესაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების და ეთნიკურად ქართველი წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების რუსეთიდან დეპორტაციაზე.

ისიც გამარჯვება იყო, ეს უფრო დიდი გამარჯვებაა კალიბრით, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ ვნახეთ, როგორ ფეხებზე დაიკიდა ის ამბავი ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს დიდი გამარჯვება, როგორც ქვეყანას, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ ინსტრუმენტებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენებს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია