მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას“ - 01 ივნისი 2021

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ივნისს, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ საბაჟო პროცედურების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაეცნო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და გამტარუნარიანი საბაჟოა.

მათივე ცნობით, მასთან ერთად საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და აჭარის /-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

სამუშაო თათბირზე ფინანსთა მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შესახებ და მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალოების კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას ახალი სამსახურებრივი ფორმები და ეკიპირება აქვთ. გლობალური პანდემიის მიუხედავად, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად სრულდება საბაჟო ფორმალობები. დახარჯული დროის საშუალო მაჩვენებელი, მაგალითადსარფისსაბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალების შემოსვლიდანკონტროლის ზონის დატოვებამდე, საშუალოდ მხოლოდ შვიდ წუთს შეადგენს.

ბოლო 6 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტსარფისგავლით გადაადგილებულმა, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ  174 841 შეადგინა. ამჟამად, საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამსახურებრივ მოვალეობას 124 მებაჟე ოფიცერი ასრულებს“, – აღნიშნულია ინფორმაციით.

სახმელეთო საზღვრის გახსნის შედეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან მალე იწყება ტურისტული სეზონი და ეს შესაძლებლობა ქვეყნას დაეხმარება ტურიზმის სექტორის აღდგენაში.

„გუშინ გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აპრილის თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 44,8%, 4 თვის საშუალო მონაცემი არის 8,1% და ეს არის ეკონომიკის გახსნის მნიშვნელოვანი დასაწყისი. პრაქტიკულად, ყველა სექტორში ძალიან სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენაც რომლსაც დამატებით ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, იქნება ის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე ძალაშია იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებით მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით დაპისარტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებულიპისიარტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ პისიარტესტირება.

სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღიბრაძემ განმარტა, აღნიშნული შეზღუდვა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე გავრცელდება.

შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზაციისთვის. თუმცა, ცხადია, ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, პირზე, რომელიც საქართველოში იმყოფება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია