მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ფილიპ რიკერი - ქართველი ჯარისკაცები მამაცად იბრძოდნენ მისიებში გლობალური უსაფრთხოების და სიმშვიდის მისაღწევად - 07 ივნისი 2021

„ვაფასებთ მათ, ვინც სიცოცხლე დაკარგეს ამ ბრძოლაში“

მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მისიებში, მათ შორის ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფილიპ რიკერმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციას.

„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო და პრეზიდენტ ბაიდენისა და სახელმწიფო მდივან ბლინკელნის სახელით, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მისიებში, მათ შორის ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ქართველი ჯარისკაცები მამაცად იბრძოდნენ ამ მისიებში და ჩვენ ვაფასებთ მათ წვლილს, ვინც სიცოცხლე დაკარგა ამ ბრძოლაში გლობალური უსაფრთხოების და სიმშვიდის მისაღწევად.  აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში ინეტგრაციას. ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება წევრი“, – განაცხადა რიკერმა.

საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე, ძლიერი პარტნიორი. ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვასა და მხარდაჭერას ამ საქმეში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფილიპ რიკერმა აღნიშნა, აშშ არ გაჩუმდება და ხმამაღლა ილაპარაკებს ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე.

„მოგეხსენებათ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში პირველად განახორციელებს ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ის გარეთ. იგეგმება შეხვედრა დიდი შვიდეულის ქვეყნებთან. მისი პირველი გაჩერება იქნება გაერთიანებულ სამეფოში. შემდგომ უკვე ნატო-ს სამიტი ბრიუსელში, ხოლო ამის შემდეგ უკვე იგი გაემგზავრება ჟენევაში, სადაც გაიმართება შეხვედრები. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად და ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთთან ვეძიებით უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით და არ გავჩუმდებით, ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე. მათ შორის რა თქმა უნდა, ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მე როგორც უკვე აღვნიშნე, თეთრი სახლის გზავნილია – ჩვენ ვრჩებით საქართველოს ძალიან მტკიცე პარტნიორად საქართველოს გზაზე და ტრაექტორიაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი, ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას და მხარდაჭერას ამ საქმეში“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია