მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ინვესტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჰესი უკეთესი პირობებით აშენდეს - ირაკლი ღარიბაშვილი - 09 ივნისი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინვესტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჰესი უკეთესი პირობებით აშენდეს.

რაც შეეხებანამახვანჰესისპროექტს, ეს პროექტი და ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და .. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე, რათა კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ენკასმფლობელები შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, კომპანია ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება და შედეგი გახდება საჯარო, – აცხადებსნამახვანჰესისმშენებელი კომპანია.

ნამახვანისპროექტის დაწყების დღიდან, კომპანიაენკა რინიუებლზსმუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით. სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიანნამახვანჰესისპროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებოდნენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც, როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებაში.

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება, პრემიერის გამოსვლიდან იკვეთება, რომ გუნდს საერთო პოზიცია არ აქვსნამახვანჰესთანდაკავშირებით, – ასე აფასებსნამახვანჰესისმოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ახლა არსებული პირობებით პროექტი არ გაგრძელდება.

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება, ამ პატარა გამოსვლიდან რაც იკვეთება, როგორც ჩანს, არ აქვს გუნდს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. პრემიერისთვის თუ ამდენად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც იყო გაფორმებული ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით და ამას პირდაპირ ამბობს, ფაქტია, ამას ასე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი და ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი. ყველას სხვას მიაჩნია, რომ პროექტი არის ერთ-ერთი გამორჩეული, ყველაზე კარგად შესწავლილი, როგორც ისინი ამბობენ, ეკონომიკურად მომგებიანი, ყველაზე უსაფრთხო და .. ანუ, შეფასებით ნაწილში აშკარად აცდენა აქვთ და როგორც ჩანს, საერთო პოზიციები არ აქვთ.

რაც შეეხება იმას, რომ ამ პირობებით ვერ გაგრძელდება და საკითხს დაერქვა, რომ პრობლემურია, მემკვიდრეობით ერგო, ვინ წარმოაჩინა ეს პრობლემები, ეს არის საინტერესო. ეს კითხვა უნდა დაისვას. საკუთარ თავსაც ჰკითხონ მათ შორის ამ ადამიანებმა, რადგანაც ჩვენ არ გვთვლიან მხარედ, ფაქტია. არც ერთხელ არ შეგვხვედრიან, არ მოუსმენიათ ჩვენგან სრულფასოვნად ეს პრობლემები, არც ეცოდინებოდათ ამ საკითხების შესახებ, რომ არა ეს ნახევარწლიანი პროტესტი. ამიტომ გასაგებია, რომ დაარქვეს ახლა პრობლემური საკითხი, დაერქვა ეს სახელი პრემიერისგან, თუმცა ვინც დასვა ეს პრობლემა, ვგულისხმობ ამ პროტესტს, ჩვენ არ გველაპარაკებიან და როცა ინვესტორთან მიდიხარ და იქ იწყებ საკითხის მოგვარებას, ჯერ ლოგიკურია რომ შეგვხვდე; ვინც დასვა ეს საკითხები თავიდან, იქნებ უფრო სრულფასოვნად წარმოვაჩინოთ სპექტრი ამ პრობლემების და არა ის, რომ 100- რომ 49- გადააკეთებენ მხოლოდ, ეს რომ არ არის საკმარისი, ამისი თქმა მინდა. თუ საკითხი დადგა ისე, რომ არის პრობლემა, პრობლემა წამოვჭერით ჩვენ და ჩვენ ვართ მხარე, უნდა დაყენდეს სრული სპექტრი პრობლემის და ამის მერე ვნახოთ, როგორ გადაწყდება პროცესი“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია