მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხელისუფლება გვპირდებოდა ზაზას ტყვეობიდან დაიხსნიდა, არაფერი გააკეთა, ოჯახი გადავდივართ ცხინვალში - გახელაძის მამა - 16 ივნისი 2021

ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე "ტვ. პირველთან" კიდევ ერთხელ ადასტურებს ოჯახის გადაწყვეტილებას, რომ 23 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალში გადავიდნენ და შვილის დაბადების დღეს იზოლატორში მასთან ერთად შეხვდნენ:

ხელისუფლება ყველანაირად გვპირდებოდა, რომ გვერდში დაგვიდგებოდა და ზაზას ტყვეობიდან დაიხსნიდა. მეთორმეტე თვე დაიწყო, რაც ჩემი შვილი დაკავებულია, თუმცა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. 23-ში აქვს დაბადების დღე და მთელი ოჯახი გადავდივართ ცხინვალის ტერიტორიაზე. სახლში რომ ვარ, ვერაფერს ვაკეთებ - ვზივარ, თუ ვწევარ, მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობ. მირჩევნია, მეც მოვიხადო 12 წელი, ვიდრე აქ ველოდო, - აცხადებს მიხეილ გახელაძე.

ზაზა გახელაძისა და ცხინვალის ციხეში მყოფი სხვა მოქალაქეების ბედი ისევ გაურკვეველია. გუშინ ერგნეთის რიგით მეასე შეხვედრაც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი უკვე 11 თვეა, რაც უკანონო პატიმრობაში რჩება, მას 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

დროას" ლიდერი აპირებს, გახელაძეების ოჯახს გვერდში დაუდგეს და ცხინვალის ციხეში უკანო პატიმრობაში მყოფი ქართველი ახალგაზრდის გასათავისუფლებლად მოწყობილ აქციებში მონაწილეობა მიიღოს. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბევრჯერ ჰქონდა შანსი, ზაზა გახელაძე ციხიდან გამოეხსნა, თუმცა, მან ეს ვერ შეძლო.

ეს ოჯახი ელოდება კონკრეტულ ქმედებას ხელისუფლებისგან, არა ერთი ეპიზოდი ვნახეთ,  რომ იყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე დაკავებულები რუსები და იყო მათი გადაცვლის შანსი, თუმცა, ეს არ გამოიყენეს. იყო საერთაშორისო ბერკეტები, ოღონდ ამ თემაზე უნდა ილაპარაკო და იმუშავო. თუ გაჩუმდები, არავინ შენს ნაცვლად არ გააკეთებს.  ჩვენ გვერდში ვიქნებით ამ პროტესტში და ეს მგონი,  პარტიული საკითხიც არ არის.  ყველა მოქალაქე, ვისაც აწუხებს ეს საკითხი, უნდა დაუდგეს ოჯახს გვერდში - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ზაზა გახელაძე რუსი ოკუპანტების ტყვეობაში თითქმის ერთი წელია, რაც იმყოფება. მისი ოჯახი ხელისუფლებას ერთ კვირიან ვადას აძლევს, რომ აღნიშნული პრობლემა მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აანონსებს, - აღნიშნულია „ტვ პირველის“ ინფორმაციაში.

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია