მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
6665 ადამიანის საარსებო მინიმუმი მაჯაზე გკიდიათ - ხაბეიშვილი პრემიერს - 25 ივნისი 2021

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, პრემიერს სიტყვით მიმართა და მისი ხელფასის რაოდენობა შეახსენა. ოპოზიციის წევრმა ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილი ავტომობილებისა და საათის ღირებულება პოლიციელების და ჯარისკაცების ანაზღაურებას შეადარა. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ 6665 ადამიანის საარსებო მინიმუმი მას მხოლოდ მაჯაზე უკეთია.

ბატონო ირაკლი, აი, აქ არის თქვენი ერთი წლის ხელფასი, დამრგვალებულია. ყოველდღიურად 1003 ლარს იღებდით თქვენ, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული, იმ ფონზე, როდესაც 73 თეთრად გინდათ, რომ გამოიკვებონ ვეტერანები. ამასობაში 425 670 ლარი აბა, რას გეუბნებათ ეს ციფრი? აი, ეს თანხა თქვენ გადახადეთ ორ ავტომობილში, თქვენ და თქვენმა მეუღლემ და 72 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღიურად, რომ თქვენნაირი ავტომობილი ჰქონდეს.. 300 ათასი ლარი და 6665 ადამიანი. ანუ ამდენი ადამიანის საარსებო ყოველთვიური თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პრემიერმა ,,ნაცმოძრაობის" წევრის ბრალდებას უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ხაბეიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ადრე ლევანი კარგი ბიჭი იყო და ახლა კონტროლიდან გავიდა. რაც შეეხება საათის ფასზე დასმულ შეკთხვას, პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ საზოგადოებას არ აინტერესებს.

ბატონო ლევან, თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან, 2013-2014 წლებში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა, არ ვიცი. თქვენ მიხვდებით, მაშინ სადაც გნახეთ. რა გიპასუხოთ , არ ვიცი, გარდა იმისა, რომ საერთოდ გახვედით კონტროლიდან. ასეთი იაფფასიანი შეკითხვები საზოგადოებას არ აინტერესებს. რომ გახვედი კონტროლიდან, ჩემი ნათქვამი ტყუილია? - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პანდემიის გავრცელების ეფექტიანი მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონების განვითარება, ეკონომიკური მიღწევები -  პრემიერს პარლამენტში უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს საკუთარ ანგარიშს გააცნო.

წყარო: „ტვ პირველი“ 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია