მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მოსახლეობამ იცის თავისუფლების ფასი - ოლივერ ვარჰეი - 07 ივლისი 2021

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განხილული საკითხების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანევროკავშირი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით დგას, მათ შორის ისეთ რთულ დროს, როგორიცააკოვიდ-19“-ის კრიზისისა და პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ახლა მომავალზე ფოკუსირებას შევძლებთ“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, საჭიროა, საქართველომ სასამართლო რეფორმის პროცესში პროგრესს მიაღწიოს.

რაც შეეხება რეფორმებს, მნიშვნელოვანი პროგრესი გაკეთდა საარჩევნო რეფორმაში. ჩვენ ასევე გვჭირდება პროგრესი სასამართლო რეფორმაშიც“, – აღნიშნავს ვარჰეი.

ოლივერ ვარჰეი ასევე წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან ბოლო დღეების მოვლენები განიხილა. მისი თქმით, ძალადობისა და ვანდალიზმისთვის ადგილი არ არის.

პრემიერ-მინისტრთან ასევე განვიხილე ბოლო მოვლენებიძალადობისა და ვანდალიზმისთვის ადგილი არ არის. პასუხისმგებელმა პირებმა სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ყველასთვის. საქართველოს მოსახლეობამ იცის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი“, – წერს ევროკომისარი.

თუ ერთი რამ ვისწავლე საქართველოს შესახებ და საქართველოში, თუ შეიძლება ასეთი რამ გამოიკვეთოს, არის ის, რომ ეს არის ერი, რომელმაც ათასობით წლის განმავლობაში იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ეს არის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ფასეულობა და მნიშვნელობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა და ჩვენ გვინდა, ქვეყანას დავეხმაროთ ამ მიღწევის შენარჩუნებაში და ეს რომ გახდეს მასშტაბური, ეს რეფორმები უკავშირდება სამართლის უზენაესობას. ეს არის ფუძემდებლური ჩვენი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ვარჰეის თქმით, ევროკავშირის სურვილია, ქვეყანაში ყველა დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა.

„ჩვენ განვიხილეთ პარლამენტის წევრებთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან და კიდევ უფრო მეტი აქცენტები გაკეთდება ამაზე მომავალში. ჩვენ გრძელი სია გვაქვს საკითხებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს და იმედიანად ვრჩები იმ მოსაზრებებისგან რასაც ვიღებ ქვეყანაში ამ შეხვედრებზე. ძალიან ძლიერია მხარდაჭერა დემოკრატიის მიმართ და ვხედავ ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასა და ერთგულებას, საქართველო დგას ტრანსფორმაციის გზაზე და ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას ამაში. გვინდა, რომ ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა და ყველა სხვა დემოკრატიული პროცესი იქნას მხარდაჭერილი“, – აღნიშნა ვარჰეიმ.

ბატონო კომისარო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ დონეზე მომზადებული, პროფესიონალი პოლიცია და ჩვენ ვამაყობთ მათით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი არ შედიოდა არც ეკლესიის, არც ჩვენი მთავრობის და არც ხალხის ინტერესებში. პრემიერის თმით, ეს შედიოდა რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში.

„მინდა ბატონ კომისარს და მის დელეგაციას, ასევე ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ როგორ განვითარდა ეს მოვლენები. კითხვები დაისვა მანამდე პოლიციის ჩართულობასთან დაკავშირებით. არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშრებით, ორი დღის წინ. ბატონო კომისარო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ დონეზე მომზადებული, პროფესიონალი პოლიცია და ჩვენ ვამაყობთ მათით. მათ გუშინ იმუშავეს ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე. 100 ადამიანი დააკავეს და არ მისცეს დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება. ორი დღის წინ როგორც განვითარდა მოვლენები, მე მინდა, თქვენ კიდევ ერთხელ საჯაროდ განგიმარტოთ – პოლიციას ჰყავდა მობილიზებული 3500 პოლიციის ოფიცერი, მთელს ქალაქში. ძირითად ღონისძიებას ველოდებოდით 6 საათზე – ვგულისხმობ უმცირესობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ვგულისხმობ. ხუთ საათზე ჩვენს ეკლესია ჰქონდა დაგეგმილი ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი ლოცვა. და ის ადამიანები, რომლებმაც ეს ძალადობა დაიწყეს დილის 11:00 საათზე არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც მთავრობასთან. მინდა გავიმეორო ის, რაც საჯაროდ ვთქვი – რამდენიმე დღის წინ, უფრო მანამდეც, ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უშუალო კონტაქტი პრაიდის ორგანიზატორებთან. მათთვის წინასწარ განსაზღვრეს ლოკაციები და უთხრეს, რომ ამ ლოკაციებზე უსაფრთხო იქნებოდა ამ ღონისძიების ჩატარება. ერთ-ერთ პირველ ღონისძიებას რამდენიმე ქვეყნის ელჩიც დაესწრო, პოლიციამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და არავითარი ინციდენტი არ მომხდარა.

მოწინააღმდეგეები იყვნენ და ეს ნორმალურია. ყველა ადამიანს აქვს კანონით დ კონსტიტუციით გამოხატვის, მათ შორის საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის უფლება, მათ შორის, უმცირესობის წინააღმდეგაც, ოღონდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მეორე და მესამე დღეს ამ ადამიანებს მიეცათ სხვა ლოკაცია აქვე თბილისთან ახლოს. არავითარი შეფერხება არ ჰქონიათ, მაგრამ ჩვენმა ძალებმა, სპეცსამსახურებმა და პოზიციის თანამშრომლებმა შეაფასეს რა რისკები და საფრთხეები, რომელიც მომდინარეობდა კონტრაქციის ორგანიზატორებისგან, ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ საჯაროდ, მათ შორის, მეც გამოვედი საჯაროდ და მოვუწოდე, რომ არ იყო არ იყო მიზანშეწონილი თბილისში, ცენტრში ამ მარშის ჩატარება, იმიტომ, რომ ეს შეიცავდა დიდ რისკებს და არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ სხვა ადგილას, ისე, როგორ მათ ჩაატარეს წინა დღეებში, ჩაეტარებინათ აღნიშნული ღონისძიება და პოლიცია მათ დაიცავდა. მე მქონდა საუბარი ელჩებთან, მათ შორის თქვენს ელჩთან, კვირას და მათაც განვუმარტეთ აღნიშნული, რომ მთავრობა ხედავდა რისკებს, რომელიც სიტუაციის ესკალაციას მოახდენდა და ეს არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ვინაიდან აღნიშული შეიცავდა პროვოკაციულ ნიშნებს.

5 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო მობილიზება, გამოჩნდნენ ქუჩაში კონტრაქციის წარმომადგენლები, მათ შორის ბევრი ადმიანი იყო. მათ შორის ზოგი ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს. ამით დააზიანეს როგორ ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა. ამით დააზიანეს როგორც ჩემს მიერ ნათქვამი, ეკლესიის მიერ დაგეგმილი 17:00-საათიანი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა, ამით ჩვენ ზიანი მოგვადგა, ჩვენს ქვეყანას მიადგა ზიანი. ჩემი შეფასებით, ამას გამოძიება დაადგენს, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ცალკეული ადამიანების, ინდივიდების მიერ ჩადენილი ძალადობა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა ჯერ, მათი გათვლით, პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებასა და შეჯახებას, ეს იყო მათი ერთი ამოცანა. დაზიანდებოდა ქვეყნის იმიჯი, ეკლესიის იმიჯი და საბოლოო ჯამში, უნდა, ევროკავშირის იმიჯიც. დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული არ შედიოდა არც ეკლესიის, არც ჩვენი მთავრობის და არც ჩვენი ხალხის ინტერესებში. ეს შედიოდა ეს პროვოკაციები შედიოდა, კიდევ გავიმეორებ, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ არც ერთი ფაქტი არ დაგვრჩება გამოუძიებელი, ყველა ფაქტს გამოვავლენთ და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია