მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მალე ყველა დაინახავს, როგორი არის გაბრაზებული მედიის ძალა - ინგა გრიგოლია - 13 ივლისი 2021

დღეს არის ლექსოს დღე, ბოლო გზაზე გავაცილეთ და გადავწყვიტეთ, რომ დღეს არანაირი აქტიურობა არ გვექნება, ეს არის მთლიანად ლექსოს დღე, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სიმართლით დაუპირისპრიდებიან პროპაგანდის მანქანას, რომელიც სიბინძურეებს უვრცელებს ლექსო ლაშქარავს.

არ ვიცი, გულგრილად როგორ უნდა შეხედონ კადრებს, რომლებსაც ჩვენ ვუყურებდით, ტაშით გამოცილებული ჩვენი კოლეგა და კორპუსებიდან ხალხი ტაშს რომ უკრავდა. მინდა, ეს დღე მთლიანად დავუთმო ჩვენს ლექსოს, ხოლო როგორი არის გაბრაზებული მედიის ძალა, ამას უკვე ძალიან მალე დაინახავს ყველა. პროპაგანდის მანქანას, რომელიც სიბინძურეებს უვრცელებს ჩვენს გარდაცვლილ კოლეგას, ჩვენ სიმართლით დავუპირისპირდებით. როდესაც მისი ცხედარი მოიტაცეს, იმ დილითვე მივხვდით ყველანი, რომ რაღაც ვერსიას ამუშავებდნენ, მაგრამ ასეთი სიბინძურე თუ წავიდოდა გარდაცვლილი ადამიანის მიმართ, მეც კი, მრავლისმნახველი ადამიანი, ვერ წარმოვიდგენდი“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ტვ პირველისოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისსთბილისი პრაიდისმოწინააღმდეგეებმა სცემეს, 11 ივლისს გარდაიცვალა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.

ლექსო ლაშქარავა დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია