მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე - ამირან გამყრელიძე - 13 ივლისი 2021

ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია. ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება, შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინტენსიფიცირებას, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვას.

„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი, ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ შედის იმ შვიდ ვაქცინათა ჩამონათვალში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ამიტომ, უმრავლესი ქვეყნები ცნობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

მისი თქმით, მოგზაურობისთვის დღეს მთავარი დოკუმენტი არის უარყოფითი „პისიარ“ ტესტი, თუ ქვეყანას საქართველოსთვის განსაკუთრებული შეზღუდვა არ აქვს დაწესებული.

„ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ შედის იმ შვიდ ვაქცინათა ჩამონათვალში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ამიტომ, უმრავლესი ქვეყნები ცნობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა. არის რიგი გამონაკლისი ქვეყნები. მოგზაურობისთვის დღეს მთავარი დოკუმენტი არის უარყოფითი „პისიარ“ ტესტი, თუ იმ ქვეყანას ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული შეზღუდვა არ აქვს დაწესებული. ვაქცინაცია ძირითადად მოთხოვნილია დიდი თავშეყრის ადგილებზე ცხოვრებისთვის, მაგალითად საუნივერსიტეტო კამპუსებისთვის და ასევე სხვა ტიპის დიდი შეკრებებისთვის, კონგრესებისთვის, ყრილობებისთვის და ა.შ.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 117 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 996, „პისიარ“ ტესტით – 14 121.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,3%, ბოლო 14 დღის – 4%, ბოლო შვიდი დღის – 4,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 გამოჯანმრთელდა, 5 479 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444.

კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 705 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 924 პირი.

ამასთან, 12 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 659 შემთხვევა გამოვლინდა, 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი, გარდაიცვალა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია