მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, 37 დაწესებულებაში მივიდნენ ვაქცინაციისთვის - თამარ გაბუნია - 24 ივლისი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციისთვის ვებგვერდისა და ცხელი ხაზის მეშვეობით ვერ დარეგისტრირდებიან, მომავალი კვირის ბოლოდან ექნებათ შესაძლებლობა, 37 სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეს არ ჰქონდეს არანაირი ადმინისტრაციული ბარიერი.

თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა ტელეფონით ან ვებგვერდით, ამ შემთხვევაში, 37-ვე სამედიცინო დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც გაივლის რეგისტრაციების პირველი ტალღა, იქნება მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავენ, დარეგისტრირდებიან ან შეიძლება, პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს უკვე მოქმედებსსინოფარმისადასინოვაკისვაქცინებზე. „ფაიზერისშემთხვევაში დოზების მოწოდების რეჟიმი გაგრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ მესამე, .. ბუსტერი დოზის შესახებაც ისაუბრა.

დღეს ჩვენი ვაქცინაციის პროგრამა ემყარება ორჯერად ვაქცინაციას. .. ბუსტერი დოზა ამ შემთხვევაში ჯერ არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. ჩვენს პროგრამაში გათვალისწინებული არ იქნება, ვიდრე არ შეიცვლება ზოგადად, გლობალურად რეკომენდაციები ამის თაობაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფაიზერისპირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 24 ივლისიდან 12:00 საათიდან დაიწყო. „ფაიზერითიმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ამასთან, „ფაიზერითვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. „ფაიზერისვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge, ასევეკოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22.

წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ.

საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 869 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 394 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 104, „პისიარტესტით – 20 290.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,03%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო შვიდი დღის – 6,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 400 698 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 371 434 გამოჯანმრთელდა, 5 665 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 398 454 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 673.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 963 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 564 პირი.

ამასთან, 23 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 082 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია