მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრთხოა - ირაკლი ღარიბაშვილი - 26 ივლისი 2021

ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული

ufleba.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს. არიბაშვილის თქმით, მკაცრი შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება.

მოგეხსენებათ, ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში, 45%-იანი აპრილის თვეში, 24%-იანი მაისის თვეში, 18%-იანს ველით ივნისის თვეში, 12%-იანი ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. მეტიცბატონმა ფინანსთა მინისტრმა წარადგინა კორექტირებული ბიუჯეტი, მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი, რამაც მოგვცა საშუალება, დავაფინანსოთ არაერთი პროგრამა ჩვენი მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ბევრია საუბარი, კითხვებიც დაისვა ბოლოს დროს, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ასე შემდეგ. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეფექტიანად ვმართოთ ეს ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. მეტიცეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას,  ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრთხოა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არაფეისბუქისდა სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ტყუილს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 ათასს აღემატება, რის გამოც ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა.

მისივე თქმით, კლინიკები მაქსიმალურად არის მობილიზებული.

შაბათ-კვირას საწოლები კიდევ დაემატა, ამჟამად, მობილიზებულია 6 ათასზე მეტი საწოლი. ასევე ემატება კოვიდსასტუმროები. საბედნიეროდ, პაციენტების დიდი რაოდენობის მდგომარეობა არის მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის და მათ თავისუფლად შეუძლიათ მკურნალობა კოვიდ სასტუმროში“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს დაიწყოფაიზერითვაქცინაცია. „ფაიზერზე“ 150 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა, რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. პერიოდულად ადგილები ემატება როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. ქვეყანაში შემოვიდა ნახევარი მილიონი დოზა ამერიკის მთავრობის დონაციის პროგრამის საშუალებით. ეს დოზები საკმარისია 250 ათასი პირის ასაცრელად. მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება დაგეგმილი მოცულობის მიღწევა ვაქცინაციის მიმართულებით. დღეში 8 ათასამდე ადამიანი რეგისტრირდება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს რაოდენობა მხოლოდფაიზერისთვისთითქმის უნდა გაორმაგდეს, რომ მიღებული დოზები გამოვიყენოთ და რაც მომავალში შემოვა. დღეს არსებული შემთხვევები მაისის პიკთან გვაახლოებს. მიმდინარე კვირა გვაჩვენებს, რა მიმართულებით წავა გავრცელების ტენდენციაქვემოთ წამოვა, თუ იქნება შემდგომი ესკალაცია, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დავიცავთ რეკომენდაციებს. მთავარია, წესების დაცვა. მხოლოდ ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შემდგომი ესკალაცია არ მივიღოთ და პროცესი ქვემოთ წამოვიდეს“, – განუცხადა თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 714- შეადგენს.

ბოლო 24 საათშიკოვიდ-19“ 1 264 პირს დაუდასტურდა, 1 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა, 1 654 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია