მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს - არასამთავრობო ორგანიზაციები - 28 ივლისი 2021

 

არასამთავრობო ორგანიზაციები 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას, „ქართული ოცნებისმიერ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი, .. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე.

ქართული ოცნებისგადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაცქართული ოცნებამზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია (Shame movement); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); საზოგადოება და ბანკები; საფარი საქართველოს ატლანტიკური საბჭო ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი მედიის განვითარების ფონდი (MDF); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ევროპის ფონდი (EPF); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია