მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ინსტიტუტებს შორის პირველ ადგილს ჯარი იკავებს - IRI-ის კვლევა - 02 აგვისტო 2021

ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებაში, პირველ ადგილს ჯარი იკავებს, რომლის საქმიანობასაც დადებითად 85 პროცენტი აფასებს, უარყოფითად 11 პროცენტი. მეორე ადგილზეა საპატრიარქო, რომლის საქმიანობითაც გამოკითხულთა 80 პროცენტია კმაყოფილი, ხოლო უკმაყოფილო 14 პროცენტი.

იუსტიციის სახლების საქმიანობა მისაღებია 76 პროცენტისთვის, ხოლო მიუღებელი 18 პროცენტისთვის. ინსტიტუციონალური სამეულის შემდეგ მოდის პოლიცია, ქართული მედია და ადგილობრივი ხელისუფლება.

პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 65 პროცენტი, ხოლო უკმაყოფილოა 32 პროცენტი, ქართული მედია მოსწონს 58 პროცენტს, არ მოსწონს 32 პროცენტს. ადგილობრივ ხელისუფლებას შეფასებაში 55 პროცენტიანი მოწონება აქვს, მისით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 40 პროცენტი.

მთავრობა საქმიანობის შეფასებით მერვე ადგილზეა. მინისტრთა კაბინეტის მუშაობა მოსწონს 40 პროცენტს, არ მოსწონს 54 პროცენტს. უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ოფისის საქმიანობით კი 39 პროცენტია კმაყოფილი და 57 პროცენტი უკმაყოფილო.

პრეზიდენტის ოფისი ინსტიტუტების საქმიანობის რეიტინგებში 14-ე ადგილს იკავებს. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მუშაობას დადებითად აფასებს 29 პროცენტი, უარყოფითად 63 პროცენტი.

ამასთან, შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით ეროვნული მთავრობის საქმიანობას, ძალიან კარგად – პასუხობს 7 პროცენტი, მეტ-ნაკლებად კარგად 38 პროცენტი, ჯამურად 45 პროცენტი კმაყოფილია მთავრობის საქმიანობით. მეტ-ნაკლებად ცუდად – პასუხობს 28 პროცენტი, ძალიან ცუდად -23 პროცენტი, ჯამურად, მთავრობით უკმაყოფილოა 51 პროცენტი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია