მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დღეს თითქმის ყველა კლინიკა გადავსებულია - პაატა იმნაძე - 05 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე დღეს ყველა კლინიკაში პრობლემაა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ბავშვთა კლინიკები არ არის გადავსებული.

ყველგან არის პრობლემები ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე. ბავშვთა არსად არ არის გადავსებული, დიდების, კი ბატონო, გადავსებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა ეკონომიკას არ შეაჩერებს, რადგან ეს არის მცდარი გზა.

ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩაკეტვით ვირუსი ვერ დამარცხდება და ვირუსის გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა.

პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, შეიძლება დროებით მოხდეს შეყოვნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, სოციალური მედიით, ტელევიზიით. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას, რომელმაც შექმნა ეს უნიკალური საშუალება და გამოსავალი, როგორიც არის ვაქცინა. მთლიანობაში, ქვეყანაში ძალიან პოზიტიური დინამიკაა. ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები გვესწრებიან და ვიცი, რომ მათი განწყობაც არის ასეთივე პოზიტიური. შემთხვევითი არ რის ის დინამიკა, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. ამას სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. მთავარი გამოწვევა იქნება საგარეო ვალის შემცირება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ზოგადად, ამ პროცესის მართვა, რასაც ჩვენ ძალიან ეფექტიანად მოვახერხებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარტესტით – 24 184.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 436 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 393 453 გამოჯანმრთელდა, 5 986 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 564 691 ადამიანი, დღიურად აცრილია 20 845.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 436 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 393 453 გამოჯანმრთელდა, 5 986 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 564 691 ადამიანი, დღიურად აცრილია 20 845.

კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 219 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 443 პირი.

ამასთან, 4 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 934 პაციენტი, გარდაიცვალა 38 ადამიანი, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია