მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება - 09 აგვისტო 2021

პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპივითარების გაუარესება გახდა.

საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.

პირბადის გამოყენების 51%-იანი მაჩვენებელი თუ 90%- გადააჭარბებს, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირბადე ისევ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმია, რომლის გამოყენების აღსრულება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს პირბადის გამოყენების 51%-იან მაჩვენებელზე ვართ. თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-, ეს მოგვცემს საშუალებას, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდეს. პროგნოზული მაჩვენებელი ასეთია. ამდენად, პირბადე კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმი და მისი გამოყენების აღსრულება ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის 2236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3146 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 439 ტესტი.

სულ აცრილია – 641 242 ადამიანი, სრულად აცრილია  – 197 118.

ამასთან, 8 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 376 პაციენტი, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია