მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა, აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს - ამირან გამყრელიძე - 18 აგვისტო 2021

ქვეყანას აქვს რესურსი, დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას, თუმცა შესაძლებელია, მოეწყოს დიდი მარათონი და ამ რიცხვმა 50 ათასსაც მიაღწიოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ჩართვისას განაცხადა.

მან მოიყვანა ისრაელის მაგალითი, რომელმაც თავისი მოსახლეობის 60-70 პროცენტი სამ თვეში აცრა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის დასაწყისში ისრაელში დღე-ღამეში ინფიცირების 10-15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და 100-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულამდე დაეცა და იყო დღეები, როდესაც გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა.

აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა, აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელია: 11.09%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 496 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 432 506 გამოჯანმრთელდა, 6 532 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 857 056 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 241.

ამასთან, 17 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია