მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ვირუსს ახასიათებს გახანგძლივებული მიმდინარეობა - ოთარ ჩოკოშვილი - 21 აგვისტო 2021

სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს იმის პროპორციულად, რაც უფრო მეტი ინფიცირებული პაციენტი დაგროვდება, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა.

როგორც ოთარ ჩოკოშვილმა აღნიშნა, ექიმების თავდაუზოგავი შრომის დახმარებით, შესაძლებელია, დაბალი სიკვდილიანობა შენარჩუნდეს, მაგრამ გაზრდილი საერთო ციფრების გამო, სკვდილობაც იზრდება.

ეს ძალიან არასასიამოვნო და ცუდია. დღიურად 50 და 70 ადამიანის გარდაცვალება საკმაოდ მაღალი ციფრია კვირის და თვის განმავლობაში. ამის თავიდან აცილების გზები ჩვენ გვაქვს. ეს პრევენციული ღონისძიებები და ვაქცინაცია. სამწუხაროდ, არ არის ადამიანებში მონდომება და კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს ვაქცინას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ვირუსს ახასიათებს გახანგძლივებული მიმდინარეობა, კლინიკურად გამოჯანმრთელება შედარებით გვიან ხდება. გარდა ამისა, ახალგაზრდებში შეიძლება მოხდეს გართულება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან თავი“, – განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 586 პაციენტი.

ამასთან, 20 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი, გარდაიცვალა 59 ადამიანი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია