მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„პალიტრას“ ბესტსელერები, ახალ სიცოცხლეს, თავისუფლებას და სიყვარულს რომ გვანიჭებენ - 30 აგვისტო 2021

ანუ „წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით“

წიგნი სიცოცხლეს და თავისუფლებას გვანიჭებს. „წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით!“ – პირველად იყო სიტყვა დაპალიტრა ჯგუფისამყაროს ნათელ მხარეს ახალ-ახალი გამოცემებით აძლიერებს. გამომყევით ზღაპარში, საიდანაც მკითხველები სულით და ხორცით განახლებული გამოვდივართ.

თამაში ჭვავის ყანაში  - ჯერომ სელინჯერი

ჭვავის პური ხომ გიჭამიათ? დამეთანხმებით, განსხვავებულად უგემრიელესია. ასეთივეა უცნაური ჯერომ სელინჯერის სასწაულად გემრიელი რომანი.

ჰოლდენი ამბობს: „წიგნი ისეთი უნდა იყოს, რო წაიკითხავ უნდა მოგინდეს, რო მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს, აი ისეთი რო დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე ებაზრები, თუნდაც შუაღამისას …“ - მარტო ამ სიტყვების გახსენების გამო ღირდა ბლოგის წერა ჩემმა მზემ.

რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს და სახლში ბრუნდება. პირველ პირშია მოთხრობილი და ნათლადაა წარმოჩინებული ჰოლდენის მსოფლმხედველობა. ეს არის ადამიანი, რომელიც გარშემო მხოლოდ სიყალბეს ხედავს. არავინ მოსწონს და უყვარს გარდა თავისი პატარა დისა. ადამიანები, რომლის მიმართაც ჰოლდენს მცირედი ნდობა უჩნდება, აუცილებლად უცრუებენ მას იმედს. იგი სევდით უყურებს ბავშვებს და ფიქრობს, რომ მათ ჯერ კიდევ არაფერი იციან იმ საფრთხეზე, რაც საზოგადოებაში ემუქრებათ.

ჰოლდენი თვლის, რომ ის უკვე გადაიჩეხა იმ უფსკრულიდან, რომელიც ჭვავის ყანაში იყო ჩამალული. მაგრამ მას სურს, რომ სხვები მაინც გადაარჩინოს. იდგეს უფსკრულის პირას და უყუროს ბავშვებს, რომლებიც თავისთვის თამაშობენ, ხოლო როცა მათ გადავარდნის საფრთხე დაემუქრებათ, გადაარჩინოს ისინი“, - დღევანდელ კოვიდპანდემიით დამძიმებულ ქვეყანაშიც (მსოფლიოში) რამდენ ბავშვს სჭირდება გადარჩენა. ამიტომ ვიკითხოთ წიგნები, ვილოცოთ და გამძლეობა ვუსურვოთუფსკრულის პირასმდგარ ჩვენს ექიმებს, „ვარდნისგანდასახსნელად თავს რომ არ ზოგავენ.

თვალწინ მიდგას, როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები დიდველზე, ჭვავის ყანაში. ათასობით ბავშვია და თან არავინ ახლავთ - ესე იგი, დიდი არავინ გახლავთ - ჩემს მეტი. მე კიდე საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ, და რას ვაკეთებ - ბავშვებს ვიჭერ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხონ. თუ გამორბის და წინ არ იყურება, არც იცის, რომ უფსკრულს უახლოვდება, უცებ გამოვვარდები და ხელს ვტაცებ. მთელი დღე მეტს არაფერს ვაკეთებ - ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ ეს მინდა, სხვა არაფერი. ისე მეც ვიცი, რომ სიგიჟეა“;

„ - უფსკრული, საითკენაც შენ მიჰქრი - სულ სხვა უფსკრულია, საშინელი უფსკრული. იქ გადაჩეხილი კაცი თავის დღეში ფსკერს ვერ შეეხება და ვერც იგრძნობს. სულ ვარდება და ვარდება. ეს ისეთ ხალხს მოსდის, ვისაც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში რაღაც ახალი მისწრაფება გასჩენია და ამ მისწრაფების დაკმაყოფილება მის გარემოს ვერ შესძლებია. ან ეჩვენება - ჩემი გარემო ამას ვერ დამიკმაყოფილებსო და ამიტომ ხელი ჩაუქნევია, აღარც ცდილობს დაკმაყოფილებას. ჯერ მიღწევას არცა ცდილა და უკვე ხელი ჩაიქნია“;

ადამიანის მოუმწიფებლობის ნიშანი ის არის, როცა ისწრაფვის ვაჟკაცურად შეეწიროს საქმეს, ხოლო მომწიფებული ადამიანი ცდილობს მშვიდად იცხოვროს და ამ საქმეს ემსახუროს“;

ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული“, - მე კი გიამბობთ მარადიულ წიგნზე, რომელიც მარგალიტებით სავსეა და ჭვავის პურივით ბოლომდე გემრიელად იკითხება.

სიყვარულის ორმოცი წესი - ელიფ შაფაქი

სიყვარულის 40 წესითურქი მწერლისა და ჟურნალისტის (აკადემიკოსის) ელიფ შაფაქის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანია. ორიგინალი 2009 წელს გამოიცა ამერიკაში, მას შემდეგ ითარგმნა 33 ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი, აქედან 200 000 გამოცემიდან 1 თვეში გაიყიდა. „სიყვარულის 40 წესიდღემდე ინარჩუნებს ბესტსელერის სტატუსს თურქეთსა და საფრანგეთში.

ელიფ შაფაქის ნაწარმოებებს მინიჭებული აქვს ეროვნული პრემიები, მწერალ ქალს კი 2007 წელს თურქეთის წიგნების გამომცემელთა კავშირმა სიტყვის თავისუფლების პრემია მიანიჭა.

რომანში ერთმანეთს კვეთენ ისტორია და თანამედროვეობა. მთავარი გმირი ელი რუბენშტეინი, 40 წლამდე მშვენიერი ცოლი და დედა იყო. ის მშვიდად და აუღელვებლად ცხოვრობდა. შვილების წამოზრდის შემდეგ ელი გადაწყვეტს, რომ პროფესია გაიხსენოს და მუშაობას ერთ-ერთ გამომცემლობაში იწყებს. პერსონაჟს ხელში ჩაუვარდება უცნობი ავტორის ხელნაწერი, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ელი უკვე ვეღარ ხვდება XXI საუკუნეში აშშ- პატარა ქალაქში იმყოფება, თუ მე-XIII საუკუნის მცირე აზიაში. მისი გული სიყვარულით ივსება და ცხოვრება თავდაყირა დგება...

როცა კაცს კლავ, მისგან აუცილებლად მოგყვება რაღაც: ან კვნესა, ან სუნი, ან ხელის მოძრაობა. მე ამასმსხვერპლის წყევლასვეძახი. სხეულზე აგეკვრება, კანში ჩაგიძვრება, გულისკენ გაიწევს და სამუდამოდ გაგიჯდება მთელ ტანში“;

ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მარტო საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშით და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ“;

ჭეშმარიტებისკენ გზის გაკვლევა გულის საქმეა და არა გონებისა. უპირველეს მეგზურად სწორედ გული უნდა გაიხადო. მედგრად დაუდექ ნაფსს, შეერკინე და გულით აჯობე. როცა საკუთარმესშეიცნობ, შეიცნობ ღმერთსაც! არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ ან სად ვცხოვრობთ, ყველა ჩვენგანს აწუხებს არასრულყოფილების განცდა. თითქოს რაღაც დავკარგეთ და მის დაბრუნებას ვლამობთ. მაინც რას ვისაკლისებთ? ამას ცოტა ვინმე თუ გაიგებს, ალბათ, და ვინც გაიგებს, მათგან ერთეულებს თუ ეყოფათ ძალა, ძიების გზას დაადგნენ“;

ქალაქის საყრდენი სულიერებაა. ქალაქები ვეებერთელა სარკეებივით ირეკლავენ თავიანთი მცხოვრებლების გულებს. თუ ეს გულები ბნელმა მოიცვა და რწმენა გაუქრა, ქალაქები კარგავენ თავიანთ დიდებულებას. ეს ასე და მუდამ ასე იქნება“;

სიყვარული სიცოცხლის წყალია. პირადად მე ძალიან დამეხმარა ის, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა საქმეებში ჩარევა შევწყვიტე. აღარ ვწუხდი და აღარ ვშფოთავდი იმის გამო, რომ ამ ხალხის გადასხვაფერება არ შემეძლო. ამიტომ ზედმეტ ჩარევას, ან პირიქით, სრულ უმოქმედობას იქნებ მინებება გერჩიოთ? ზოგიერთი ადამიანი ამ სიტყვას სისუსტესთან აიგივებს. მაგრამ მინებება ყველაფერია, სისუსტის გარდა. ეს არის სამყაროს წესების, კანონებისა და პირობების მშვიდად მიღება, მათ შორის ისეთი რამეებისაც, რისი შეცვლა ან გაგება ჩვენს ძალებს აღემატება“;

მარტოობა და განმარტოება სხვადასხვა რამ არის. მარტოკაცს თავის მოტყუება უწევს, აქაოდა, სწორ გზას ვადგავარო; ისევ განმარტოება გიჯობს: ამ დროს მარტო ხარ, მაგრამ მარტოსული მაინც არ გქვია. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერს ის აჯობებს, იპოვო ადამიანი, რომელიც შენი სარკე გახდება. დაიმახსოვრე, მხოლოდ სხვა ადამიანის გულში დაინახავ შენს ნამდვილ სახეს და შენში ღვთის არსებობას“;

არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, აღმოსავლეთისაკენ აიღებ გეზს თუ დასავლეთისაკენ, ჩრდილოეთისკენ თუ სამხრეთისკენ. მხოლოდ ერთ რამეში უნდა იყო დარწმუნებული: ნებისმიერი მოგზაურობა არის მოგზაურობა საკუთარ თავში. თუ საკუთარ თავში მოგზაურობ, მთელ ქვეყნიერებას მოივლი და მის სამანებსაც კი გაარღვევ...“

სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას“;

აწმყო ერთადერთია, რაც არის და მარადჟამს იქნება. იმ დღიდან, რაც ამ ჭეშმარიტებას გაითავისებ, აღარაფრის შიში აღარ შეგაწუხებს“;

ყველა ჭეშმარიტ სიყვარულსა და მეგობრობას მოულოდნელი ფერისცვალება მოაქვს თან. თუ სიყვარული ფერს და ზნეს არ შეგვიცვლის და ისევ იგივენი დავრჩებით, ესე იგი, საკმარისად არ გვყვარებია“;

არასოდეს არის გვიან შენს თავს ჰკითხო: „ვარ თუ არა მზად, შევცვალო ჩემი ცხოვრება? ვარ თუ არა მზად, შევიცვალო მე თვითონ?“ ერთი დღეც თუ დაემსგავსა გუშინდელს, ნამდვილად დასანანი იქნება. ადამიანი ყოველწუთიერად, ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად უნდა ახლდებოდეს. თუ გსურს ხელახლა იშვა, სიკვდილამდე უნდა მოკვდე“;

ზოგჯერ გგონია, რომ ვეღარ გააგრძელებ ცხოვრებას, გგონია, რომ შენი სულის სინათლე ჩაქრა და სამუდამო ბნელში ჰგიებ. მაგრამ სწორედ ბნელში დანთქმისას, როცა ორივე თვალი დახუჭული გაქვს და სამყაროს აღარ ჭვრეტ, უცებ მესამე გულის თვალი აგეხილება და მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ თვალით ხედვა ერთია, გულით ხედვა კი სულ სხვა“;

უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისაკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება“, - დაეწაფეთ ელიფ შაფაქის სიტყვებსა და წინადადებებს, თითოეულმა მათგანმა შესაძლებელია დაჭაობებული ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. ხოლო ქალაქის სულიერებაზე აქცენტი ჩვენთვის დროული და აქტუალურია, როგორც არასდროს. და ვინ თქვა, აღმოსავლეთი და დასავლეთი ვერასოდეს შეხვდებიანო?

ეს მე ვარ, ვინი პუჰი! - . . მილნე

წიგნი დაფუძნებულია . . მილნის მოთხრობებზე და კეტლინ ზოფილდის ილუსტრაციებითაა გაფორმებული. წიგნი ყველასათვის საყვარელ პერსონაჟზე - ვინი პუჰზეა! ოღონდ მხოლოდ მასზე კი არა, მის მეგობრებზეც! ეს სწორედ ისეთი წიგნია, რომელსაც ძალიან შეიყვარებს ბავშვი და თავგადასავლების სამყაროში სიამოვნებით გადაეშვება“.

გოჭი: – როგორ იწერებასიყვარული“?

ვინი პუჰი: – სიყვარული არ უნდა დაწეროუნდა იგრძნო“;

შენ ბევრად ჭკვიანი და გამბედავი ხარ, ვიდრე გგონია, და ბევრად ძლიერი, ვიდრე შეიძლება გეჩვენებოდეს“;

თუ მოგეჩვენა, რომ თანამოსაუბრე არ გისმენს, იყავი მომთმენი. იქნება და უბრალოდ ყურში მოხვდა რამე“;

თუ ჩვენ ოდესმე განშორება მოგვიწევს, შემინახე გულში, და მე სამუდამოდ დავრჩები შენთან“;

როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ თავგადასავლები მელის“;

ხანდახან ყველაზე უმნიშვნელო რაღაცებს შენს გულში ყველაზე დიდი ადგილი უკავიათ“;

ზოგი ადამიანი ზედმეტად მზრუნველია. ვფიქრობ, ზუსტად ამას ჰქვია სიყვარული“;

თუ შენ აპირებ 100 წელი იცხოვრო, მაშინ მე 100 წელს მინუს ერთი დღე მინდა, რათა ერთი დღეც არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე“;

ვფიქრობ, სიზმრებს იმისათვის ვხედავთ, რომ არასდროს დავშორდეთ ერთმანეთს. თუ ერთმანეთი გვესიზმრება სულ ერთად ვართ“;

შენ არ შეგიძლია ყოველთვის ტყის ერთ კუთხეში იჯდე და ელოდო, სანამ ვიღაცა გესტუმრება - უნდა ადგე და თვითონ ესტუმრო ვიღაცას“;

დამპირდი, რომ არასდროს არ დამივიწყებ. თუ მეგონება, რომ დამივიწყებ, არასდროს არ წავალ“;

მცირე ყურადღება და მზრუნველობა სხვებზე არსებითად ცვლის ყველაფერს“;

სიყვარული იხევს რამდენიმე ნაბიჯითრათა დაუთმოს ადგილი იმის ბედნიერებას, ვინც გიყვარს“;

ჩემი ყველაზე საყვარელი დღე-შენთან ერთად გატარებული დღეა. ამიტომ დღეს ჩემი კიდევ ერთი საყვარელი დღეა“;

ვერავინ ვერ მოიწყენს მანამ, სანამ ბუშტი აქვს“;

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც მაქვს ის, რაც პატიების სიტყვების წარმოთქმას მაიძულებს“, - ამ სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება, მით უმეტეს, როცა წაკითხვისას ცრემლები თავისით მოედინება...

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა - კონსტანტინე გამსახურდია

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ – კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანია. ნაწარმოებს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი-კონსტანტინე არსაკიძე.

ისტორიის მიხედვით, გიორგი I ბაგრატ III-ის ძე იყო და 1014-1027 წლებში მეფობდა.

სვეტიცხოველის გალავანთან თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე, მის წიაღში იწყება საუკუნო რიცხვით მეათე თავისი მრუმე ღამეებითა და იდუმალებით“;

 ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას“;

ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობითა ხდება შესამჩნევი, ამიტომაც იგი მუდამ თვალში მხვდებოდა ხოლმე“;

ჩვენ კი, ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე“;

ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ“;

არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი“;

შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს. დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი“;

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას“;

არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად“;

ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს“;

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“;

ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც შეჰყურებს პირში“;

ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ სიკვდილი“;

ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთიც“;

მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი“;

მეც შენსავით მუდამ შეუძლებელსა და მიუწვდომელს მივეტრფოდი  ჩემს სიცოცხლეშიშორეული მუდამ უფრო სანუკველია, ვიდრე მახლობელი, ის, რაც ხელზე ახლოა, მუდამ მოსაწყენია, თურმე“;

უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი, გინა სატრფოს მოკლებული მზეი“;

ჩვენი უბედურება ეგაა - სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს“;

ხელოვნებაა თვით უკვდავება“, - ამასწინათ მითხრეს ადგილობრივებმა, მდინარე ხეკორძულა ყოველწლიურად შრება და მის ადგილზე ჩაღრმავებაღა რჩებაო. არასოდეს დაშრება კონსტანტინე გამსახურდიას სიბრძნე, ისევე როგორც სინათლე სვეტიცხოვლის გალავანთან.   

დანაშაული და სასჯელი - ფიოდორ დოსტოევსკი

დანაშაული და სასჯელი“ - რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის რომანი, რომელიც პირველად 1866 წელს დაიბეჭდა ჟურნალრუსკი ვესტნიკშიდა მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება...“

დანაშაული და სასჯელიმსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. მისი მთავარი თემებია დანაშაული და სასჯელი, სიყვარული და თავის მსხვერპლად შეწირვა, თავისუფლება და ღირსებაერთსა და იმავე დროს ეს გახლავთ ღრმა ფილოსოფიური რომანიც, დახვეწილი ფსიქოლოგიური დრამაც და დეტექტივიც. ესაა დიდი სურათი ქალაქისა, რომლის წიაღშიც ნაწარმოების გმირები ცოდვას სჩადიან, ეძებენ პატიებას, თავს წირავენ მოყვასისათვის და სიმშვიდეს პოვებენ მორჩილებაში, სინანულსა და რწმენაში.

ყველაფერი კაცის ხელთ არის და ვერა გაურიგებია რა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიაკი, ნამდვილად ასეასაყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა…“

წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“

სიღარიბეში შეიძლება კიდევ შეინარჩუნოთ თანდაყოლილი კეთილშობილური გრძნობები, მაგრამ გლახაკობაში ვერასოდეს ვერავინ ვერ შეინარჩუნებს“;

რამდენადაც მეტსა ვსვამ, იმდენად მეტსა ვგრძნობ. იმიტომაც ვსვამ, რომ სმაში სიბრალულსა და გრძნობიერებას ვეძიებიმიტომ ვსვამ, რომ მინდა ორკეცად ვიტანჯო“;

რა მადანი აღმოუჩენიათ და სარგებლობენ კიდეც! იტირეს, იტირეს და შეეჩვივნენრა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა!“

საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება“;

ასე სჩადიან უთუოდ ყველანი, დასასჯელად რომ მიჰყავთ; გზად ყველა საგანს აკვირდებიან“;

სიცრუე ადამიანის ერთადერთი უპირატესობაა, სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით. იცრუებმართალს მიაგნებ. იმიტომაც ვარ ადამიანი, რომ ვცრუობ. არც ერთი ჭეშმარიტებისთვის ისე არავის მიუგნია, ერთი თოთხმეტჯერ მაინც არ ეცრუა; თოთხმეტჯერ კი არა, იქნება ასთოთხმეტჯერაც იცრუა, ვინ იცის; ეს კი საპატიო რამ არის. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ჩვენდა თავად, ჩვენი ჭკუით ცრუობაც არ შეგვიძლია! სიცრუე, რამდენიც გინდა, მაგრამ იცრუე შენებურად, აი, მაშინ შემიყვარდები და გაკოცებ. თავისებურად ცრუობა სხვისი მართლის გამეორებას მაინც სჯობია. იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ თუთიყუში!“

 ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც! მარტო უსინათლო თუ ვერ გაარჩევს და დაინახავს ამას!“

ახალგაზრდა ქალს თუ შეებრალა ვინმე, მშვიდობით, ყველაზე საშიში ეს არის მისთვის“;

რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა“;

დანაშაული წარმოადგენს პროტესტს სოციალური წესწყობილების უკუღმართობის წინააღმდეგ“;

არამცთუ დიდი ადამიანები, თვით ოდნავ ნიჭიერებიც კი, რომელთაც შეუძლიათ ახალი რამ თქვან და შექმნან, ბუნებით უთუოდ უნდა იყვნენ დამნაშავენი“;

საზოგადოდ, ახალი აზრის ხალხი კი არა, ოდნავ ისეთებიც კი, რომლებსაც რისიმე ახლის თქმა შეუძლიათ, ერთობ ცოტანი იბადებიან“;

ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დეე, იტანჯოს. მისთვის ეს იქნება სასჯელი“;

ტანჯვა და ტკივილი დიდი შეგნებისა და ღრმა ბუნების პატრონისათვის მუდამ სავალდებულოა“;

ჭეშმარიტად დიდი ადამიანები უთუოდ უნდა გრძნობდნენ დიდ ნაღველსაც ამქვეყნად“;

ტანჯვა და ცრემლი ხომ იგივე სიცოცხლეა“, - რადგან მიწას მოევლინე, დოსტოევსკის ჯადოსნურ შემოქმედებას უნდა იცნობდე. „სულის ინჟინერმატანჯული კაცობრიობა საკუთარ მრუდე სარკეში ღრმად ჩაახედა და ამ საქმეს დაუღალავად აგრძელებს.

ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება - მარკ მენსონი

მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნებაგვასწავლის: როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.

როგორცსალომეას ბლოგშივკითხულობთ, ეს არის წიგნი, რომლის მაგვარიც ჯერ თქვენ წაკითხული არ გექნებათ. გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა და გახდანიუ იორკ თაიმსისბესტსელერი გახდა. მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით და უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულ ენაზეც.

წიგნის ავტორი ერთ დღესაც უბრალოდ ადგა და დაწერა ის ყველაფერი რასაც სინამდვილეში ფიქრობდა ყოველი მისი ნაკლი თუ შეცდომა და ამ წიგნში გვანახებს თუ როგორ ვისწავლოთ ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“.

სალომეა: მარკ მენსონი ბედნიერების მიღწევის პარადოქსებს მარტივი ენით გვიყვება. ეს წიგნი მოხვეჭასა და მოპოვებას კი არა, გაშვებას და მიტოვებას გვასწავლის. ცხოვრება თავისთავად ტანჯვის ცალკეულ ფორმას წარმოადგენს. მდიდრებს სიმდიდრე სტანჯავთ, ღარიბებს- სიღარიბე, მარტოხელა ადამიანებს - მარტოობა. დაოჯახებულებს - ოჯახი. სინამდვილეში არავინ არის ბედნიერი. არავინ! მაგრამ ყველა დაჟინებით მაინც  მოჩვენებით ბედნიერებას და კმაყოფილებას თამაშობს.

ჰედონიკურ სარბენ ბილიკზე აღმოაჩენ, რომ ადამიანი, რომელზეც ქორწინდები, აღარ გიყვარს და მასთან მუდამ ბრძოლა გიწევს; სახლს, რომელსაც ყიდულობ, მუდამ არემონტებ; საოცნებო სამსახური სტრესის უშრეტი წყაროა და რასაც ვიხვეჭთ, ამავდროულად, არის ის, რასაც ვკარგავთ.

ვის არ უნდა შინაარსიანი ურთიერთობა, მაგრამ ამისთვის ყველა როდი გადაიტანს მძიმე საუბრებს, უხერხულ სიჩუმეებს, გრძნობების შელახვას და ემოციურ ფსიქოდრამებს. ბედნიერებას მუდმივი ბრძოლა სჭირდება. მიწიდან თავისით არ ამოიზრდება. კონფლიქტის გარეშე ნდობა არ არსებობს. სწორედ კონფლიქტი გვიჩვენებს ვის ვუყვარვართ სინამდვილეში და ვის-გარკვეული პირობით. ტკივილის გარეშე ურთიერთობაში არც ნდობა არსებობს და არც სიახლოვე. თუ ადამიანებს გულახდილად საუბარი არ შეუძლიათ, მაშინ ასეთი ურთიერთობა ტყუილსა და მანიპულაციას ეფუძნება“;

გზა, რომელსაც ამ დროს გადიხარ სავსეა შიშით, მარტოობით, ობსესიურ-კომპულსური აშლილობით და ათასი სხვა უბედურებით, მაგრამ სწორედ ამ ემოციურ რყევებს მოაქვს მშვიდი, სტაბილური, გააზრებული, ღრმა და შინაარსიანი ურთიერთობა. როგორი ტკივილის გადატანისთვის ხარ მზად? ვისაც შინაარსიანი ურთიერთობა უნდა სწორედ ამ შეკითხვას უნდა უპასუხოს. ტკივილი არის ძაფი, რომლითაც სიცოცხლის ქსოვილია შეკერილი“ (სალომეას ბლოგიდან).

და ბოლოს, სიცოცხლესა და თავისუფლებასთან ერთად წიგნი სიყვარული, დიდი სიყვარულია! რაგინდ ცხოვრების მძიმე წუთები გედგას, გადაშალე მეგობარო ზემოთ დასახელებული წიგნები, „პალიტრასგამოცემული სხვა უამრავი ბესტსელერი და... მიძინებულ ცხოვრებას, მის დაუსრულებელ ფერებს თავიდან აღმოაჩენ, ახალ, უფრო მჩქეფარე სიცოცხლეს დაიწყებ და მას ხელს არასოდეს გაუშვებ, აი, აღარასოდეს! როგორც მეფე შაჰრიართან მხევალი ათას ერთი ზღაპრული ამბის თხრობით არ გაჩერდა (და ასე, ამ გზით სიკვდილს გადაურჩა), შენც არ გაჩერდე წიგნების დაუღალავ კითხვაში, ჩემო მეგობარო. ამაშიპალიტრაცდაგეხმარება, ჩვენი მერამდენეჯერ დამძიმებული სამყაროს ნათელ მხარეს რომ დგასუფსკრულის პირასდა იქიდან ფეხს არ იცლის მყიფე ადამიანების გადასარჩენად. ჰოდა, წაიკითხეთ წიგნები...

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

- გამომცემლობა პალიტრა L

- აგვისტოში საკითხავი წიგნი

- #იკითხესაუკეთესო

დაწერილია საგანგებოდ „გამომცემლობა პალიტრა L-ის“ ბლოგერების კონკურსისთვის

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია