მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პანდემიის პერიოდში აცრა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას - მიხეილ ჩხენკელი - 30 აგვისტო 2021

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სისტემის ყველა წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი:

დღეს ავიცერიფაიზერისმეორე დოზით პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში აცრა არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება. შესაბამისად, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ აიცრან. გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში. უწყების ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 %-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში არის გამოყოფილი და აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, „პისიარ“ ტესტით – 9 106.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 8,94 %, ბოლო 14 დღის – 10,44 %, ბოლო შვიდი დღის – 10,04 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 545 033 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 488 661 გამოჯანმრთელდა, 7 329 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 164 402 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670.

კარანტინის რეჟიმშია 103, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 660 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 864 პირი.

გუშინ, 29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა გამოვლინდა, 6 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია