მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაპატიმრების არ მეშინია, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც - მიხეილ სააკაშვილი - 06 სექტემბერი 2021

პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ბევრი მეკითხება, როგორია ჩემი გეგმები იმ ისტორიულ არჩევნებთან, რეფერნედუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს იმართება საქართველოში. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ გამოვიდა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან, მაგრამ ქართველი ხალხი, ევროპა არ გამოსულან ამ ხელშეკრულებიდან. დიახაც, 2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღარიბის, სიღატაკის, გაუბედურების, ოჯახების დანგრევის, საქართველოს განადგურების დასრულდეს. საქართველოში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის .. ოცნების წინააღმდეგ. ეს არის ბოლო ზღვარი, როდესაც ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა,  ჩავერთოთ პროცესში. ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა, მაგრამ გვინდა მომავალი, არ გვინდა, ჩვენზე ძალადობდეს ვინმე. ჩვენ არ გვინდა, რომ გვანადგურებდეს ვინმე და ჩვენ ამას წყანარად შევხვდეთ, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება, სიამაყე, გვინდა ადამიანური ცხოვრება. თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არ ცნობს არც ერთი ქვეყანა. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს კითხვები არ უჩნდებათ ამ .. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. უკვე ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურუად საფუძველს მოკლებული. მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არანაირი რევანში არ იქნება.

მინდა, ვუთხრა ყველას, რომ არანაირი რევანში არ იქნება, უნდა დავასრულოთ ერთი და იგივე წრეზე სიარული. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი მოიტანს უკან ყველა მოპარულ კაპიკს. ის აუნაზღაურებს ზარალს შვილებს, რომელთა დედები და მამები გააქცია უცხოეთში, ჩვენს გლეხობას, რომელიც ვერ ასაღებდა თავის პროდუქციას; მეანაბრეებს და ხალხს, ვინც აიღო კრედიტი და ვერ აბრუნებს, რადგან ვალუტა ორჯერ და მეტჯერ დაეცა. ამას ვპირდები მას, ვპირდები პირველ რიგში ქართველ ხალხს და ეს ყველაფერი ყველას ერთად გამოგვივა. ჩემს ყველა კონკრეტულ გადაადგილებაზე, თარიღზე, მარშრუტზე ჩაგაყენებთ საქმის კურსში. ჩვენს გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. ისევ განვაცვიფრებთ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვართ ძალიან ღირსეული, ამაყი, განსაკუთრებული ერი. ქართველები იბრძვიან და ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ძალიან მაგრად და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ ციხეში, სხვათა შორის, გარემონტებულ ციხეში. აი, ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ.

კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს. ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და მიწაზე იფორთხიალა. თქვენ გახსოვთ მერე ცნობილი კადრები უკრაინაში, როგორ ათრიეს თმებით. ასე რომ, ნებისმიერი მისი რაღაც მორიგი სულელური პროვოკაცია, მხოლოდ ღიმილს იწვევს ჩვენში. თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. ცხრა წელი გავიდა, რატომ ვერ ჩამოდის, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ კურდღელია, ლაჩარია და მშიშარა კაცია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია