მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროპაში ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს - გიორგი გახარია - 13 სექტემბერი 2021

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის ნარკოტესტის თემა დახურული არ არის, რადგან კატეგორიულად მიუღებელია საუბარი შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით, უპირველესად კი იმიტომ, რომ პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეებს.

გახარიას თქმით, ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროპაში ჩააბარებს თმის ანალიზს, რომელიც ყველაზე უტყუარია.

რაც შეეხება ასე მოულოდნელად ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი ცხოვრების ნიღაბქვეშ შემოჭრილ ნარკოტესტირების საკითხს, მოგეხსენებათ, თუ არ ვცდები, გუშინ, კახა კალაძემ დაოცნებამგანაცხადეს, რომ თურმე მათთვის ეს საკითხი დახურულია, ეს თემა ამოწურულია. მინდა, გითხრათ, რომ ეს საკითხი ჩემთვის დახურული არ არის, მე მხოლოდ ახლა ვიწყებ ამ საკითხზე საუბარს. რა თქმა უნდა, მარტივია, ასე გამოხვიდე, შემოაგდო თემა არსაიდან და შემდეგ შენივე ტელევიზიებით ჩართო მთელი პროპაგანდისტულიმაშინა“, რომელიც მუშაობს ადამიანის ბრალდებაზე ასე გვერდიდან, სუბიექტურად. შემდგომ ერთ-ერთ შენსავე პროპაგანდისტულ ტელევიზიაში, „რუსთავი2“-ზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, გაურკვეველი მიზეზების გამო და აუხსნელად, მნიშვნელოვან ინტერვიუში ჟურნალისტი იწყებს და ასრულებს ინტერვიუს რაღაც პრიმიტიული კითხვითნარკოტესტს ჩაიტარებ თუ არა. შემდგომ ამას მოჰყვა მთელი სახელმწიფო მექანიზმის, უპირველესად, სუს-ის მუშაობა და ინფორმაციის დალექვა, თურმე გახარიას შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მე პატივს ვცემ საქართველოს მოქლაქეებს და ჩვენს ამომრჩევლებს.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდაოცნებისბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე. იმისთვის, რომ არავის მივცეთ ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს, უფრო სწორად, არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გუნდთან თათბირის შემდეგ გადავდგამთ ნაბიჯს, დავკარგავთ საარჩევნო კამპანიისთვის ერთ მნიშვნელოვან დღეს და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. როგორც ვიცით, ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში და რა თქმა უნდა, იქნება საჯარო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განაცხადა, სადაც ნარკოტესტი ჩააბარა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომელიც „თავის სისუფთავეში დარწმუნებულია“, გაიზიარებს ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.

„ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთოს ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინოს. მინდა მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ უფლება აქვთ გაასაჯაროონ შედეგები და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია