მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკონტრაქტო მედია პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის? - 20 სექტემბერი 2021

როდესაც ბიზნესი თანმიმდევრულად კარგ საქმეს აკეთებს, არ ჩერდება და სხვადასხვა ჯგუფებს მუდმივად ეხმარება, უნდობლობის პრობლემაც ქრება“

ufleba.ge

კომპანიის ინტერესები უნდა ასახავდეს საზოგადოების უმაღლეს ღირებულებებს, იცავდეს გარემოს, იჩენდეს პატივისცემას ადამიანის უფლებების მიმართ და დადებითი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცნობიერებაში“, - ასე განმარტავენ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR). განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის. „მოდარაჯე ნაგაზისპრინციპით დავაკვირდეთ, რამდენად პასუხისმგებლობიანია ბიზნესი საქართველოში.

მერიამ ვაკის პარკში სარემონტო სამუშაოებიდაგი-ჩააბარა, რომელიც მანამდე ხელშეკრულების პირობების დარღვევაშია შემჩნეული. იანვრიდან დამსვენებლები არ შეუშვეს, როცა კანტიკუნტად მუშაობდნენ. სტადიონის ზემოთ სარბენი ბილიკი თვეების  წინ გადათხარეს დაძმათა სასაფლაოდმიტოვებულია. მსგავს დღეშია ჭავჭავაძეზე შემოღობილი ტროტუარები. კომპანია ქვა-ბეტონზე ღია წესით მუშაობს (ღამის საათებშიც) და ჰაერს აბინძურებს, ვიდეო კადრები არაერთხელ გავრცელდა.

ქვემოთ გამზირზე, სუპერმარკეტების შესასვლელში დგას .. სიცხის გამზომი, რომელიც რეალურად უმაქნისია. ერთ დღეს თუ 35,7- აჩვენებს, მეორედ შესვლაზე სიცხე ყველას უკვე 36,2 აქვს. სატყუარა აპარატია, მაინც გავალდებულებენ. აქაც გზისპირა სამუშაოები ღია, მშრალი წესით ხდება, რასაც  გამვლელი შეისუნთქავს.

ზოგიერთ სუპერმარკეტში (შეგნებულად არ ვასახელებთ, ბიზნესს ისედაც არ ულხინს) პროდუქტის ფასდაკლების ნიშანი და რეალური საფასური ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. შეცდომაში შემყვან ეტიკეტს არ ცვლიან, სამაგიეროდ ის დახლი რამდენიმე დღეში მოსუფთავებულია (უმეტესობა ქვითარს არ ამოწმებს). ასევე, მუდმივად მოლარეების ნაკლებობაა. თანამშრომლები გარბიან (მიზერულ ანაზღაურებას აკლებენ), ახლები არ ყოფნით. პიკის საათებში ამხელა სუპერმარკეტში ორი მოლარე მუშაობს მობუზღუნე რიგით.

აქვე ფარშირებულ ხორცს ხშირად ბუნებრივი ფერი აქვს შეცვლილი. ვადაგასულ პროდუქტს, მაგალითად, დაძველებულ (კუთხე გაშავებულ) ჰალვას არ იღებენ და ფასსაც არ აკლებენ. შემწვარ ქათამს სისხლი აქვს ხოლმე შერჩენილი. დამპალ ხილ-ბოსტნეულს ზემოდან ცოტა კარგს აყრიან და ისე ყიდიან. ამას ღიად აკეთებენ, ყველას დასანახად.

ქუჩის ძაღლებს ძვლებს უყრიან, რის შემდეგაც ოთხფეხა მეგობრები ადამიანებს თავს ესხმიან. მხოლოდ ვაკეში რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათ შორის ხანდაზმული ქალისთვის დაკბენის.

კლინიკებზე გადავიდეთ, სადაც  პაციენტების მიღებისას გახურებული სარემონტო სამუშაოები გავრცელებული პრაქტიკაა. ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ პროქტოლოგიურ კლინიკას ვებგვერდზე უწერია, რომ უკმაყოფილომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა დატოვა. იქვე დამატებულია, რომ საკუთარი ნებით აწესებენ შეღავათებს. ნაცნობმა მიმართა პირველადი კონსულტაციისთვის და 120 ლარიდაუხეთქეს“. შემდგომი კვლევებიც აქ კატასტროფული საფასურის აღმოჩნდა, კუდამოძუებული წამოვიდა.

კედლებზე პაციენტების მტკივნეული სურათები და ციტატები აქვთ გამოფენილი. ერთ-ერთში უწერიათ - „ადამიანის ეს ორგანო ბუნებრივად მშვენიერია, დაავადების შემდეგ, ცოტა არ იყოს, უშნოდ გამოიყურება, მაგრამ სათანადო მკურნალობის შემდეგ ისევ ლამაზდება, ასეა ეს!“. ავტორი იმაზე აღარ დაფიქრებულა, პაციენტს რამდენად რჩებაოთუზბირისგადახდისთვისერთი ადგილი“, - მიყვება ნაცნობი

ვაქცინაციაზე ყაზბეგის გამზირზე კლინიკაში მივდივარ. არანაირი დისტანცია, ნახევარსაათიან მომლოდინე ოთახში ლამის ერთმანეთს ასხედან. მეორე აცრაზე, კარავში უფრო ახლოში გვათავსებენ. კიდევ კარგი კოორდინატორი სიგარეტის მოსაწევად გვერდზე  გადის, კარავშივე არ აბოლებს

ვაკის ერთ-ერთ საოჯახო პოლიკლინიკაში პაციენტებს უვიწროვეს დერეფანში უწევთ ყოფნა. სკამზე რომ ჩამოჯდე, საქმეზე გამვლელი ექთანი შეიძლება გრძელ მუხლებზე ჩამოგექცეს, მაქსიმალურად ფრთხილად თუ არ იქნები. იობის მოთმინებით უნდა აღიჭურვო, ყოველი ვიზიტისას თავი შეიკავო და არ იჩხუბო; მათ შორის, მუდმივად მოუწესრიგებელ რიგებზე, წინასწარი ჩაწერის უმოქმედობაზე და ..

მეგობარი მივიდა ასევე ვაკეში, აბულაძის ქუჩის კლინიკაში ინექციისთვის. ორჯერ გაუკეთა ექთანმა და მესამედ რომ მივიდა, მიმღებში აჯახეს, მომსახურება ხუთის ნაცვლად ათი ლარი გახდაო. ამან, გუშინ ვიყავი და ხუთი ლარი გადავიხადეო. მერე რა, დღეს დილიდან გავაძვირეთო. „ჩვეულებრივ გაუმაძღრობას წავაწყდი“, - ასეთი მოკლე და ლაკონიური შეფასება მისცა კლინიკის გადაწყვეტილებას (რედ: ვეცადე მაქსიმალურად ეთიკური ვყოფილიყავი, სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტის გადამოწმება შეიძლება). 

რაღა შორს წავიდეთ, ქართული პრესის ბევრ წარმომადგენელში დღემდე თანამშრომლებს ხელშეკრულებას (კონტრაქტს) არ უფორმებენ. შეიძლება რაღაც პერიოდი გამუშაონ და ხელფასი არ გადაგიხადონ. სამწუხაროდ, ცნობილი ამბავია.  

დაახლოებით ორი წლის წინ, სარკინიგზო სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით ბოლნისის დაბა კაზრეთში გავატანე. ახლობელს მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.

კვლევებით დადგენილია, რომ სამთო-მომპოვებელი (ღია წესით) საბადოების გამო, დაბა და მთელი შემოგარენი კიბოს გავრცელების მხრივ ლიდერია ქვეყანაში. ისევ დავურეკე და ვკითხე, ბოლო ორი წლის მანძილზე მცირედით მაინც თუ გაუმჯობესდა კაზრეთის ეკოლოგიური მდგომარეობა-მეთქი. დოდო - (ზუსტ ვინაობას არ ვასახელებთ) მიპასუხა, რომ არაფერი შეცვლილა; ლამის ყოველ მესამე-მეოთხე ქალს მკერდის სიმსივნე აქვს ან ელოდება მსგავს (სიმსივნე, ლეიკემია, სისხლძარღვოვანი, სახსრები და . .) უბედურებას.

კაზრეთში უმუშევრად დარჩენის შიშით პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან, მაგრამ ჭირს ბოლომდე ვერ მალავენ. დოდო :

ჩემი საშუალო ასაკის და ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა. დასამალი რა არის? - მეც მაქვს მკერდზე ვერაგი დაავადების ნიშნები (. . კვანძები). ამის გამო ექიმთან პერიოდულ შემოწმებას გავდივარ. აქაური ქალების უმეტესობას გვეშინია, სიმსივნე ჩვენც დაგვემართება. სტატისტიკაც ხელს უწყობს. დროზე უნდა მოგვხედონ, რათა ეს დაძაბულ-ნერვული ფონი მაინც მოიხსნას. ხომ იცით, შიშს რამხელა თვალები აქვს? ადამიანები ღიად საუბარს ერიდებიან, „არემჯირეგიონში ძირითადი დამსაქმებელია. მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, მაგრამ უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის“ (რედ: კომპანიების სოციალური პროექტები შეგიძლიათ მათივე ვებგვერდებზე იხილოთ). 

ახლა ექსპერტებსაც ვკითხოთ, შიდა თუ გარე კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე. ჯანდაცვის სპეციალისტი, ვატო სურგულაძე გვეუბნება, რომ საქართველოში ერთ ექიმზე 0,8 მეათედი ექთანი მოდის, რაც ერთ-ერთი უარესი შეფარდებაა. მისივე ინფორმაციით, გერმანიაში ექიმზე 4,2 ექთანია, ლუქსემბურგში 6, აშშ-ში - 5:

დეფიციტია, პროფესია პრესტიჟული აღარ არის. ექთნის საშუალო ხელფასი 300-დან 400-ლარამდეა, წლებია მაჩვენებელი არ იცვლება. რომელ ხარისხსა და განვითარებაზე უნდა ვისაუბროთ? ასევე, მთელ მსოფლიოში 24-საათიანი მორიგეობა  მოხსნილია, აბსოლუტურად არაეფექტიანი, უშედეგოა. ასეთ რეჟიმში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ (დღეს უფრო  კარგად ვხედავთ). ექთანი 24 საათს ერთ კლინიკაში მუშაობს, გადადის მეორეში, მესამეში... გასაგებია, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი უმდაბლესია“.

პარლამენტარ რომან გოცირიძის (ენმ) თქმით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა იშვიათია ქვეყანაში, რადგან ბიზნესი წელში გამართული არ არის. მისივე დაკვირვებით, დიდი კომპანიების მხრიდან ქველმოქმედების ცალკეული შემთხვევებია, რაც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში ტრადიციულად იგულისხმება, ეპიზოდურია ან თითო-ოროლა შემთხვევებით შემოიფარგლება:

ყველაზე ნათელი დადებით მაგალითი, „თიბისი ბანკისმიერ  ლიტერატურული კონკურსისაბა-სპონსორობაა. სოციალური პასუხისმგებლობის მთელი ხიბლი ნებაყოფლობითობაშია. ჩვენთან სახელმწიფო თუ დაავალებს (დააშინებს) რომელიმე კომპანიას, ისიც ეწევა ამა თუ იმ ხარჯებს“.

რომან გოცირიძე აგრძელებს, რომ ბიზნესის მხრიდანსოციალური სიკეთეებისყველაზე დიდ მიმღები ეკლესიაა, - ფულადი დახმარებები, ეკლესიების მშენებლობა და .. მისივე შეფასებით, ეს რთული აღებ-მიცემობაა:

ბიზნესიყიდულობსღმერთის შემწეობას, ასევე ეკლესიის მხარდაჭერას, რაც ხელისუფლებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია: „ასეთი სოციალური ინვესტიცია ქოლგის როლს თამაშობს, ხელისუფლების სუბიექტური თუ ობიექტური ზემოქმედებისაგან იცავს. ეკლესიის ფავორიტი ბიზნესმენები მთავრობისაგან, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი არიან“.

მისივე თქმით, იშვიათია ბიზნესმა ქართველი ახალგაზრდები უცხოეთში სასწავლებლად გაუშვას: „არადა, სარაჯიშვილი და სხვა ძველი ქართველი მეწარმეები ამით იყვნენ დაკავებულები. განათლების ხელშეწყობა, წერა-კითხვის გავრცელება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მაშინდელი მწირი რესურსებითაც ხდებოდა“.

გოცირიძე ამატებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ბიზნესის მთავარი ამოცანა მოგების მიღება, ბიუჯეტში ფულის შეტანა და სამუშაო ადგილების შექმნაა: „სოციალური პრობლემები სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს და ბიზნესის ზედმეტი დამუნათება სწორი არ არის. ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს. ჩვენთან ბიზნესი ძალიან სუსტია და ჯერ უნდა მომძლავრდეს“.

პიარ სპეციალისტი კახა მაღრაძე (კომპანია ჯეპრა) საუბრობს ბიზნესის ქცევაზე, რომელიც საზოგადოებისთვის მომგებიანი უნდა იყოს. მისივე თქმით, სოციალური პასუხისმგებლობაა, როცა კანონით არ ევალება და აკეთებს საზოგადოებისთვის, გარემოსთვის:

ბიზნესმა უნდა გადაიხადოს გადასახადები, დაემორჩილოს რეგულაციებს, შრომის კანონმდებლობას. პოზიტიურია, როცა სხვადასხვა სფეროს განვითარებას ეხმარება, მხარს უჭერს მოწყვლად ჯგუფებს და .. მეორეა, საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი საქმის მიმართ - „თავის მოწონებისთვის და მანიპულაციისთვის კეთდებაო“.  როდესაც ბიზნესი თანმიმდევრულად კარგ საქმეს აკეთებს, არ ჩერდება და სხვადასხვა ჯგუფებს მუდმივად ეხმარება, უნდობლობის პრობლემაც ქრება“.

მაღრაძე გამოყოფს მდგრად პროექტებს, რომლებსაც მხარდაჭერა გააჩნია. მაგალითისთვის, კომპანიანატახტართანთანამშრომლობს პროექტშიიზრუნე მომავალზე“:

გაყიდული ლიმონათიდან 1-3-5 თეთრი  სპეციალურ ფონდში მიდის, რომელიც მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს, ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება; იმუშაონ ან უმაღლესი განათლება მიიღონ, სტიპენდია ჰქონდეთ. 18 წლის ბავშვთა სახლებიდან, სოციალური ოჯახებიდან რომ გადიან, ზრუნვის გარეშე არ რჩებიან. მეტიც, კომპანიასთან ერთად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სპეციალური კამპანია ვაწარმოვეთ და მზრუნველობამოკლებულთათვის ბიუჯეტი გამოვაყოფინეთ. ბინის ქირას უხდიან, სწავლას უფინანსებენ და .. კამპანიამ კიდევ უფრო მდგრადი ხასიათი მიიღო. ფონდი ნატახტარი ადგილობრივ დონეზე ბიზნესებს ელაპარაკება, რომ ახალგაზრდები პატარა საწარმოებშიც დასაქმდნენ“.

პიარ სპეციალისტს გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიაბორჯომისმაგალითი მოჰყავს, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობისადმი მდგრადი მიდგომა აირჩია. მაღრაძის თქმით, რამდენი წელია ბორჯომის პლატოზე, სხვა ადგილებში ტყეების შერგვა, გაშენება, შენარჩუნებაზე ზრუნავს

უბნებზე პატრონაჟი აქვს აღებული და ყოველწლიურად ამ ღონისძიებებს აფინანსებს, პოპულარიზაციას აკეთებს. ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბავშვებისთვის უფასო სასწავლო ცენტრი აქვთ, სადაც სხვადასხვა საგნებში ამზადებენ, ლექტორები ჩაჰყავთ და .. ბევრი წარმატებული კურსდამთავრებულია“.

კახა მაღრაძე ამ საკითხში ამერიკულ და ევროპული მიდგომებსაც განმარტავს:

პირველი - რაც კანონით არ მევალება და ჩემი ნებით ვაკეთებ, ესაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ევროპელებთან ისიც ემატება, რომ კანონს რამდენად სწორად და სათანადოდ აღასრულებ, ეგეც შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობა იყოს. მაგალითად, შრომის კოდექსი გვაქვს და მისი ნაწილია დეკრეტული შვებულება, სადაც გარკვეული მოთხოვნებია ჩაწერილი. თუ კანონის მოთხოვნების გარდა, თანამშრომლებს ჩაუტარებ ტრენინგებს, აუხსნი, რომ მამასაც შეუძლია ისარგებლოს ამ შვებულებით (მეტ ძალისხმევას გამოიჩენ, კარგი რეგულაციები და კანონები სწორად აღასრულო), ესეც სოციალური პასუხისმგებლობაა“.

CSR ქართული რეალობისთვის უცხო ხილი აღარ არის და ძალებს იკრებს. ბიზნესი სულ უფრო მეტად აცნობიერებს სოლიდარობისა და ზრუნვის პროექტების აუცილებლობას. ახალი კორონავირუსის გავრცელებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მხოლოდ  ურთიერთთანადგომა გადაგვარჩენს.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია