მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი - მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება - 28 მაისი 2023

როგორც ბიბლიაში არის დაწერილი - უნდა ვიცოდეთ ქვების შეგროვების და ქვების განბნევის დრო, დრო სწორად უნდა შევარჩიოთ. ამიტომ, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. 

,, რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას და ჩვენს პოლიტიკას: თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წელია, ჩვენ არავითარი პოლიტიკური წინსვლა არ გვაქვს. ჩვენ არავითარი პოლიტიკური წინსვლა არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ. ვთქვით, რომ ჩვენ ვაჭრობას, ეკონომიკას აღვადგენთ და განვსაზღვრეთ სტრატეგიული მოთმინებისა და მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მოთმინება",- განაცხადა პრემიერმა. 

წყარო : " პირველი არხი "

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია