მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
 
სიახლეები
18 სექტემბერი 2024
პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო
„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლის და უფროსი ასაკის თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე მომზადება/გადამზადებას 1 000-მდე მოქალაქე გაივლის.
   
17 სექტემბერი 2024
ირაკლი კობახიძე - დღეს 10 000-მდე პატიმარია საქართველოში, საიდანაც ათასი მყისიერად დატოვებს საპატიმროს, დაახლოებით 5 000 ეტაპობრივად გათავისუფლდება
„ამნისტიის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველად ამის თაობაზე გარკვეული გზავნილი გავაჟღერე 8 თებერვალს, როდესაც მტკიცდებოდა მთავრობა, მეორედ ასეთი გზავნილი გავაჟღერე უკვე როდესაც მთავრობის ანგარიში წარვადგინე ივნისში და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა იმ კანონპროექტში, რომელიც მიღებულ იქნა უკვე დღეს მესამე მოსმენით. 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ხანგრძლივი დისკუსიები იყო ამ კანონის გარშემო და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური სახით ჩამოყალიბდა ეს კანონი“, – განაცხადა კობახიძემ.
   
17 სექტემბერი 2024
ლევან ხაბეიშვილი - ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ მყისიერად დადგა შედეგი, მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას
„ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობდა ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ეს პარლამენტში მეორე დღესვე დეტალურად მოვყევი, როგორ დემონსტრაციულად არ ჰქონდა ნიღაბი, ცდილობდა, შიშის გრძნობა დაეთესა და ა.შ. ვწუხვარ იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფოს ასეთი კრიმინალები წარმოადგენენ, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ მყისიერად დადგა შედეგი ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ. მათ ესმით, რომ მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას. აშშ-ის მხრიდან სანქცია მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ ისტორიას არ ახსოვს, არ არსებულა, არ ყოფილა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალობა დადგა. სხვა ადამიანები, ვგულისხმობ ძალოვნებს, უნდა გაფრთხილდნენ და 26 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს გამარჯვება უნდა იზეიმონ ქართველ ხალხთან ერთად და არ უნდა მოემზადონ ძალადობრივი მოქმედებებისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
   
16 სექტემბერი 2024
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
   
16 სექტემბერი 2024
პეტრე ცისკარიშვილი - საქართველო როგორც კი დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების ლიანდაგებს, 14 მილიარდი წამოვა იმ ფონდებიდან, რომლებიც ინსტიტუციურ რეფორმებს ხმარდება
"რაც შეეხება 14 მილიარდ ევროს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ის თანხაა, რომელიც გაერთიანებულია ევროპულ ფონდებში და გამოიყოფა ასპირანტი ქვეყნებისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების პროცესში ჩაერთვებიან და დგანან ევროინტეგრაციის გზაზე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სტატუსი ამჟამად ისეთია, რომ შეჩერებულია ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ როგორც კი გაიხსნება კარი და საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების ლიანდაგებს, 14 მილიარდი წამოვა, რა თქმა უნდა, იმ ფონდებიდან, რომლებიც ინსტიტუციურ რეფორმებს ხმარდება, მაგრამ კიდევ ერთი ამდენი და, შესაძლოა, უფრო მეტიც, წამოვა კერძო ინვესტიციების სახით, როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე შორეული აზიის ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
   
16 სექტემბერი 2024
მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
„ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
   
13 სექტემბერი 2024
ხატია დეკანოიძე - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და, რა თქმა უნდა, ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში. ჩვენ ავირჩევთ ევროკავშირს, კეთილდღეობას და მოლაპარაკებებიც ძალიან მალე გაიხსნება ევროკავშირთან. ამისთვის ვემზადებით ყველანი, ძალიან მოტივირებული ვართ და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები: ეს არის ის, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესი, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავალში – ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
   
13 სექტემბერი 2024
2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
   
11 სექტემბერი 2024
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება ყველა სახმელეთო საზღვარზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია და „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“. პოლონური მედიის ცნობით, ეს განცხადება ტუსკმა პოლონელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა. ტუსკის თქმით, პოლონეთს არ შეუძლია, დაეთანხმოს გერმანიის გადაწყვეტილებას.
   
11 სექტემბერი 2024
„თბილსერვის ჯგუფი“ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებს, საერთო ჯამში, 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რომლებიც თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1 000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კომპანიის ოფისებს კახეთის გზატკეცილის N67-ში და ბელიაშვილის ქუჩის N119-121-ში, სადაც შეძლებენ შესაბამისი ანკეტის შევსებას. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სტატიები
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
22 ივნისი 2024
როგორ შევინახოთ კრიპტოვალუტის აქტივები - გზამკვლევი კრიპტოვალუტის საფულის მფლობელითათვის
არსებობს საფულეები და სეიფები ქაღალდის ფულის შესანახად. საბანკო ანგარიშები და საცავები ასევე ამ მიზნისთვის. კითხვა, თუ როგორ უნდა შეინახოთ ვირტუალური აქტივები, ბევრი მომხმარებელი აწუხებს
   
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია