მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
 
სიახლეები
12 ივნისი 2021
ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
   
11 ივნისი 2021
ცეცხლს ნუ ვეთამაშებით - ამირან გამყრელიძე
„ამ წლინახევრის განმავლობაში, რაც პანდემია არსებობს, დღევანდელ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან გადავედით შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზე, როცა რეგულაციები უნდა დაწესდეს და აღსრულებაზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
   
11 ივნისი 2021
ვეტერანთა დახმარების თანხა უნდა გაიზარდოს - ლაშა ხუციშვილი
„ვეტერანთა დახმარების საკითხი საკმაოდ ხშირად ისმება პარლამენტში. მესმის, რომ ამ ნაწილში ჩვენ გვიწევს დაპირებების გაცემა და შემდგომ ისევ ამის გამეორება. მგონი, აქ ორი აზრი არ არსებობს, რომ უნდა გაიზარდოს დახმარების თანხა, რაც არის წლების განმავლობაში გამოყოფილი. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამ ნაწილში თანხების მობილიზებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ვეტერანებისთვის გამოყოფილი 22-ლარიანი დახმარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
   
10 ივნისი 2021
ფარავენ თავის წილს ქვეყნის განადგურებაში და ხალხს ყველაფერი ახსოვს - მიხეილ სააკაშვილი
„ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან! ეს პორტი 2013 წლის ბოლოს უნდა გამეხსნა ჩვენი გეგმით, და ჩვენ ყოველთვის, უფრო ადრე ვასრულებდით გეგმას, ვიდრე ქაღალდზე ეწერა და ესენი, გვიყვებიან, რომ პორტი ვერ გაკეთდებოდაო?! ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში და მე მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და თუ არ ახსოვს, გავახსენებთ და ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დავანახებთ, რომ სხვანაირად შეიძლება მუშაობა ძალიან მალე“, - წერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფესბუქის“ გვერდზე.
   
09 ივნისი 2021
გახარია-კალაძის ტანდემი საბოლოოდ გადაწყვეტს 43%-იანი ბარიერის თემას - გია ხუხაშვილი
„ყველაზე საინტერესო შესაძლო ალიანსად დღეის მდგომარეობით გამოიყურება გახარია-კალაძის ტანდემი, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს 43%-იანი ბარიერის თემას და რიგგარეშე არჩევნებზეც „ოქროს გასაღებს“ დაიჭერს ხელში მომავალი მმართველი კოალიციის ფორმირების საკითხში".
   
09 ივნისი 2021
ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში - ამირან გამყრელიძე
„ბევრი კვლევა ტარდება ბუსტერ დოზებთან მიმართებაში. დიდი ალბათობით, მესამე, ბუსტერ დოზა იქნება საჭირო. დღეს ორჯერადად აცრილ პირებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ მათ ფუმერული ან უჯრედული იმუნიტეტი და ამ დაკვირვების პარალელურად, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ვაქცინათა უმრავლესობაზე მესამე დოზა საჭირო იქნება. ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში. დიდი ალბათობით, მესამე დოზა გაკეთდება მეორე დოზით ვაქცინაციიდან ექვსიდან რვა თვის შემდეგ".
   
09 ივნისი 2021
ინვესტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჰესი უკეთესი პირობებით აშენდეს - ირაკლი ღარიბაშვილი
„რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, ეს პროექტი და ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე, რათა კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
   
07 ივნისი 2021
ფილიპ რიკერი - ქართველი ჯარისკაცები მამაცად იბრძოდნენ მისიებში გლობალური უსაფრთხოების და სიმშვიდის მისაღწევად
„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო და პრეზიდენტ ბაიდენისა და სახელმწიფო მდივან ბლინკელნის სახელით, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მისიებში, მათ შორის ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ქართველი ჯარისკაცები მამაცად იბრძოდნენ ამ მისიებში და ჩვენ ვაფასებთ მათ წვლილს, ვინც სიცოცხლე დაკარგა ამ ბრძოლაში გლობალური უსაფრთხოების და სიმშვიდის მისაღწევად. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში ინეტგრაციას. ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება წევრი“, – განაცხადა რიკერმა.
   
02 ივნისი 2021
„სენი, რომელიც წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში“
"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა იმ საქმეს შეისწავლის , რომელიც თაროზეა შემოდებული. "ქვეყანაში „ქართული ოცნების” პირობებში ნეპოტიზმი და კორუფცია მძლავრად არის ფესვებგადგმული. ეს არის სენი, რომელიც ქვეყნის წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში, ხელს უშლის დრამატულად ინვესტიციის შემოდინებას ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივით შევდივართ".
   
01 ივნისი 2021
„საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას“
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე ძალაშია იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებით მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ პისიარტესტირება.
   
 
სტატიები
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
22 ივნისი 2024
როგორ შევინახოთ კრიპტოვალუტის აქტივები - გზამკვლევი კრიპტოვალუტის საფულის მფლობელითათვის
არსებობს საფულეები და სეიფები ქაღალდის ფულის შესანახად. საბანკო ანგარიშები და საცავები ასევე ამ მიზნისთვის. კითხვა, თუ როგორ უნდა შეინახოთ ვირტუალური აქტივები, ბევრი მომხმარებელი აწუხებს
   
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია