მთავარი თემები |
|
26 სექტემბერი 2024
ცესკო - 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არც ერთ წინა არჩევნებზე არ იყო
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიან ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არ იყო არც ერთ წინა არჩევნებზე. |
სრულად>> |
|
-
|
16 სექტემბერი 2024
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია.
მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე. |
სრულად>> |
|
-
-
|
11 სექტემბერი 2024
„თბილსერვის ჯგუფი“ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებს, საერთო ჯამში, 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რომლებიც თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1 000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კომპანიის ოფისებს კახეთის გზატკეცილის N67-ში და ბელიაშვილის ქუჩის N119-121-ში, სადაც შეძლებენ შესაბამისი ანკეტის შევსებას. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, – განაცხადა თბილისის მერმა. |
სრულად>> |
|
-
|
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს. |
სრულად>> |
|
-
|
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს. |
სრულად>> |
|
-
|
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში. |
სრულად>> |
|
-
|
|
|
|
|
|
|
14 ნოემბერი 2023 ვადაგასული მედიკამენტები: მათ მიღებას მაინც აგრძელებთ? გაციებასთან დაკავშირებული ავადმყოფობები სწორედ მაშინ გვემართება, როცა ყველაზე ნაკლებად გვინდა. თანაც, ეს, როგორც წესი, შაბათ-კვირას ემთხვევა ხოლმე. როცა პირველი დახმარების საოჯახო აფთიაქს ათვალიერებ, უცებ აღმოაჩენ: ხველის სიროფს ვადა რამდენიმე თვის წინ გასვლია. ასევე ირკვევა, რომ ამავე მიზეზით, ვერც თავის ტკივილის გამაყუჩებელ აბებს გამოიყენებ. გამოდის, რომ ერთადერთი გამოსავალი აფთიაქში წასვლაა? თუ მედიკამენტებზეც იგივე ხდება, რაც ზოგიერთი საკვები პროდუქტის შემთხვევაში, რომლებსაც შენახვის უფრო გრძელი ვადა აქვთ, ვიდრე მწარმოებლის მიერ არის მითითებული? |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
18 სექტემბერი 2024 YOLO-მ ვებგვერდი განაახლა ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|