მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
 
სიახლეები
19 ივნისი 2023
მიხეილ სააკაშვილი - დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე, ესეც ვერ გაბედეს, ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს
დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე, ესეც ვერ გაბედეს, ხალხი დაინახავდა, რომ, მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი წერს, მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით მოიგებენ ბრძოლას.
   
18 ივნისი 2023
გიორგი ვაშაძე - 2024 წლის არჩევნებზე ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან - ჩვენთვის წითელი ხაზია მავნებელთა მავნებელი “ქართული ოცნება”
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებელი” ყველა პროდასავლურ ძალასთან ითანამშრომლებს, გარდა პრორუსული ძალებისა. ვაშაძის თქმით, მისთვის პრორუსულ ძალებთან “ქართული ოცნება” ასოცირდება.
   
18 ივნისი 2023
ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით
ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. განცხადებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი აქვეყნებს. „ეს არის რუსეთის კიდევ ერთი უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმიზაციისა და დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსირების მცდელობა.
   
18 ივნისი 2023
ავსტრიის ელჩი - ევროკომისია ოქტომბერში ანგარიშს გამოაქვეყნებს, მანამდე არის დრო პროგრესისთვის
ევროკომისია ოქტომბერში ანგარიშს გამოაქვეყნებს, მანამდე არის დრო პროგრესისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომან მიულმანმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ყურადღებას აქცევენ ვენეციის კომისიის შეფასებებს.
   
13 ივნისი 2023
ვენეციის კომისიის რეკომენდაცია - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა, – ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ:
   
13 ივნისი 2023
ნიკა მელია ,,სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი, იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები
იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდა, რამაც ხიდები ჩატეხა, ეს გამოიწვია არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა, არამედ იმან, რაც მოხდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში.
   
13 ივნისი 2023
გია ვოლსკი - ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს, მსჯელობა უნდა იყოს, რა პერიპეტიებზე გაივლის მელიასა და ხაბეიშვილის - ორი „ტიტანის“ შეჯახება
ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს და სათავეში მერაბიშვილი უდგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციაზე, „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“, ნიკა მელია მიწვეული არ იყო.
   
10 ივნისი 2023
კობა ხაბაზი ,, ოპოზიციურ ფლანგს ძირეული განახლება სჭირდება"
რთული სათქმელია, რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანა ,,რუსული ოცნების"-გან გაათავისუფლოს. საერთოდ ცალკე საუბრის თემაა ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები. არ დაგიმალავთ, უმძიმესი სიტუაცია გვაქვს ოპოზიციურ ფლანგზე",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, უკრაინაში მებრძოლმა, კობა ხაბაზმა ,, ufleba ge "- თან საუბრისას.
   
10 ივნისი 2023
ლევან ხაბეიშვილი - ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“
ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელვაჩაურში განაცხადა.
   
10 ივნისი 2023
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და შარშანდელისგან განსხვავებით, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება
ყველამ იცის, რომ ჩვენ შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს თვითონ ევროკომისიამაც დაადასტურა, როდესაც ქულებით შეფასება დადო, აქედან გამომდინარე, ნათელია, ჩვენ შარშან ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მმართველი პარტია 12 რეკომენდაციას პირნათლად ასრულებს.
   
 
სტატიები
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
22 ივნისი 2024
როგორ შევინახოთ კრიპტოვალუტის აქტივები - გზამკვლევი კრიპტოვალუტის საფულის მფლობელითათვის
არსებობს საფულეები და სეიფები ქაღალდის ფულის შესანახად. საბანკო ანგარიშები და საცავები ასევე ამ მიზნისთვის. კითხვა, თუ როგორ უნდა შეინახოთ ვირტუალური აქტივები, ბევრი მომხმარებელი აწუხებს
   
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია