მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ ოცნება და დაპირება შარშანდელი თოვლივით გაქრა – ლეიბორისტული პარტია - 26 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ლეიბორისტული პარტიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი იოსებ სამხარაძე პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნობის განვითარებაზე ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს.

როგორც დღეს პრესკონფერენციაზე სამხარაძემ განაცხადა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ ოცნება და დაპირება „შარშანდელი თოვლივით გაქრა“.

„ყველაზე დიდი აფერა, რომელიც ივანიშვილმა წინა საარჩევნოდ გაითამაშა, იყო სოფლის აღორძინებისათვის მილიარდის დაპირება. პრემიერის 7 თებერვლის, # 25-ე დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტში სოფლის განვითარებისთვის გამოყოფილია არა მილიარდი ლარი, არამედ 50 მილიონი, თითოეული სოფლისთვის 2 ათასიდან 12 ათას ლარამდე. მივმართავთ ივანიშვილის ხელისუფლებას, თავი დაანებოს სააკაშვილივით ცრუპენტელობას და მოსახლეობის გაბითურებას. გამოყოს რეალური თანხები დაქცევის პირას მყოფი სოფლების გადასარჩენად“, _ განაცხადა პრესკონფერენციაზე იოსებ სამხარაძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE