მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კალაძეს აინტერესებს, სად მიდიოდა წლების განმავლობაში მოქალაქეების მიერ ელექტრონერგიის გაზრდილ ტარიფში გადახდილი თანხა - 27 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს აინტერესებს, თუ სად მიდიოდა წლების განმავლობაში ის თანხა, რომელსაც ქვეყნის მოქალაქეები ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფში იხდინენ.

როგორც კალაძემ მე-9 არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

“ელექტროენერგიაზე ჩვენ ფასის შემცირება მოვახერხეთ 3,54 თეთრით, რაც წლის განმავლობაში 35-40 მილიონ ლარს შეადგენს. ჩემთვის საინტერესოა, სად მიდიოდა ეს თანხა, ვის ჯიბეში მიდიოდა. ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან. მინდა გითხრათ, რომ კიდევ მიდის მუშაობა იმაზე, რომ დეტალურად შევისწავლოთ და შევძლოთ გაგება, თუ არის კიდევ შესაძლებელი მოხდეს ტარიფების შემცირება”, - განაცხადა კალაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითც ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ საწვავის ფასის დაპირებული კლება არ მომხდარა. კალაძემ სააკაშვილი სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

“იგი იმდენს იტყუება, რომ მე მას საქართველოს პირველ ჯამბაზს ვუწოდებდი. საწვავზე ფასები შემცირდა 10-15 თეთრით და ეს პროცესი არ შეჩერდება”, - განაცხადა მინისტრმა.

კალაძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეულ კომპანიებს ბათუმის თუ ფოთის პორტებში საწვავის შემოტანისა და ამ ბიზნესის აწყობის თვალსაზრისით ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდნენ. ხშირ შემთხვევაში ბარიერებს ქმნიდნენ კეზერაშვილის მიერ მართული გადამზიდავი კომპანიები, რადგან ისინი არასასურველი ბიზნესმენებისათვის მაღალ გადასახადებს აწესებდნენ. ენერგეტიკის მინისტრი პირობას დებს, რომ საქართველოში ასეთი ხელოვნური ბარიერები აღარ შეიქმნება და იგი ყველა დაინტერესებულ ინვესტორს მოუწოდებს, რომ ამ ბიზნესში ფული ჩადოს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE