მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისში მცხოვრები დევნლები ფართით თბილისში დაკმაყოფილდებიან - 01 მარტი 2013

[მედიანიუსი]

დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ მთავრობას დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილებები წარუდგინა. თუ დღეს მოქმედი 2012-2014 წლების სტრატეგიით დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა თბილისში არ უნდა მომხდარიყო, ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობის კუთხით შეზღუდვა არ იქნება და მშენებლობები შესაძლებელი იქნება როგორც რეგიონებში, ისე თბილისის მასშტაბით.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ასევე განმარტა, რომ საუბარია იმ დევნილებზე, რომელბიც დარეგისტრირებულები არიან თბილისში და წლებია, დედაქალაქში ცხოვრობენ.

„წინა ხელისუფლების მიერ მიღებულ სტრატეგიაში დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა განსაზრვრული იყო ყველგან, საქართველოს დედაქალაქის გარდა. ეს იყო დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც არღვევდა დევნილთა უფლებებს, იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც 20 წელია თბილისში ცხოვრობენ და აქ არიან ინტეგრირებულები. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს შემზღუდავი ნორმა ამოღებულია და შესაბამისად, საშუალება გვექნება, მშენებლობები ვაწარმოოთ თბილისსა და მიმდიბარედ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხება თბილისში რეგისტირებულ დევილებს, რომლებიც თითქმის 20 წელია თბილისში ცხოვრობენ. მინიმალური ვადა დედაქალაქში ცხოვრებისა, არის 5 წელი“ - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE